Georgian Brass Festival

Georgian Brass Festival Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Georgian Brass Festival, Art, David Agmashenebeli Avenue 182, Tbilisi.

დღეს ჩვენი ძვირფასი ბაჩანას დაბადების დღეა! ❤️ჩვენი ძმისა და საუკეთესო მეგობრის. 🎉გილოცავთ მთელი გულით ამ განსაკუთრებულ ...
13/08/2026

დღეს ჩვენი ძვირფასი ბაჩანას დაბადების დღეა! ❤️

ჩვენი ძმისა და საუკეთესო მეგობრის. 🎉

გილოცავთ მთელი გულით ამ განსაკუთრებულ და მნიშვნელოვან დღეს! გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, წარმატებას და უამრავ ლამაზ დღეს.

იყავი მუდამ ბედნიერი და გახარებული შენს უსაყვარლეს ოჯახთან ერთად. ❤️

გვიყვარხარ და გვეამაყები, ბაჩანა! 🥂🎂❤️

Bachana Bekauri

Today is the birthday of our dear Bachana! ❤️

The birthday of our brother and best friend. 🎉

We wish you a very happy birthday from the bottom of our hearts! May you always have good health, happiness, success, and countless beautiful moments in life.

May you always be happy and surrounded by joy, together with your beloved family. ❤️

We love you and are so proud of you, Bachana! 🥂🎂❤️

დღეს ჩვენი მეგობრისა და შესანიშნავი მუსიკოსის დაბადების დღეა! 🎉გილოცავთ ამ განსაკუთრებულ დღეს! გისურვებთ ჯანმრთელობას, ბ...
06/08/2026

დღეს ჩვენი მეგობრისა და შესანიშნავი მუსიკოსის დაბადების დღეა! 🎉

გილოცავთ ამ განსაკუთრებულ დღეს! გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, სიმშვიდეს, შთაგონებას და კიდევ ბევრ წარმატებას. სამყარომ არ მოგაკლოს სიხარული, ხოლო ჩვენ - შენისთანა გულწრფელი მეგობრები და ადამიანები, რომლებიც ყოველთვის ისე გვიდგანან გვერდით, როგორც შენ.

გვიხარია, რომ ჩვენი მეგობარი ხარ. დარჩი ყოველთვის ისეთი, როგორიც ხარ - გულითადი, ერთგული და კეთილი.

ბედნიერი დაბადების დღე! 🎂🎶❤️
Archil Davitashvili

Today is the birthday of our friend and an amazing musician! 🎉

Congratulations on this special day! We wish you health, happiness, peace, inspiration, and many more successes. May the world never deprive you of joy, and may we always have sincere friends and people like you who stand by us just as you do.

We are happy that you are our friend. Always stay the way you are - warm-hearted, loyal, and kind.

Happy birthday! 🎂🎶❤️

დავასრულეთ კონცერტებისა და მასტერკლასების ტურნე საქართველოს 12 რეგიონში. ეს იყო ძალიან ნაყოფიერი, შთამბეჭდავი და შედეგია...
01/08/2026

დავასრულეთ კონცერტებისა და მასტერკლასების ტურნე საქართველოს 12 რეგიონში. ეს იყო ძალიან ნაყოფიერი, შთამბეჭდავი და შედეგიანი მოგზაურობა, რომელმაც კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რამდენად დიდი ინტერესია ლითონის ჩასაბერი საკრავების მიმართ ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში.

ტურნის განმავლობაში არა მხოლოდ გავუზიარეთ მსმენელს მუსიკა და გამოცდილება, არამედ დავამყარეთ მნიშვნელოვანი თანამშრომლობა რეგიონულ მუნიციპალიტეტებთან და სამუსიკო სასწავლებლებთან. უკვე დაიგეგმა შემდეგი ნაბიჯებიც - როგორც ახალი შემოქმედებითი პროექტები, ისე რეგულარული საგანმანათლებლო შეხვედრები იმ სკოლებთან, სადაც ლითონის ჩასაბერ საკრავებზე მოსწავლეები სწავლობენ.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ თანამშრომლობის ფარგლებში დაიწყება მასტერკლასებისა და პრაქტიკული გაკვეთილების ციკლი, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ახალგაზრდა მუსიკოსების პროფესიულ განვითარებას.

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ტურნემ სრულად გაამართლა თავისი მიზანი. ჩვენი მთავარი მისიაა ლითონის ჩასაბერი საკრავების პოპულარიზაცია, ახალგაზრდა თაობის მხარდაჭერა და რეგიონებში არსებული სამუსიკო სასწავლებლების გაძლიერება.

გულწრფელ მადლობას ვუხდით საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ეროვნულ მუსიკალურ ცენტრს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. სწორედ ასეთი თანამშრომლობა გვაძლევს შესაძლებლობას, მუსიკა მივიტანოთ ქვეყნის ყველა რეგიონში და ერთად ვიზრუნოთ მომავალი თაობის განვითარებაზე.

მუშტაიდი❤️🙌🏼
23/07/2026

მუშტაიდი❤️🙌🏼

თუ ჯერ არ გასულხართ ქალაქიდან და ჩვენი კონცერტის მოსმენა გინდათ, გელოდებით 22 ივლისს, 19:00 საათზე, მუშტაიდის ამფითეატრთ...
21/07/2026

თუ ჯერ არ გასულხართ ქალაქიდან და ჩვენი კონცერტის მოსმენა გინდათ, გელოდებით 22 ივლისს, 19:00 საათზე, მუშტაიდის ამფითეატრთან. 🎺

ეს ჩვენი ბოლო კონცერტია აღმოსავლეთ საქართველოში. შემდეგ უკვე დასავლეთ საქართველოში გავემგზავრებით - ფოთში, ბათუმსა და ზუგდიდში.

მობრძანდით, სასიამოვნო საღამოს ერთად გავატარებთ!

26 ივლისს, 18:00 საათზე, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ლითონის საკრავთა ანსამბლ “ჯორჯიან ბრასის“ კონცერტი გაიმართება.

საგანმანათლებლო კონცერტი კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.

კონცერტზე მუსიკოსები მოყვებიან ინსტრუმენტების წარმომავლობის ისტორიას და ისაუბრებენ ინსტრუმენტრბის ტექნიკურ მახასიათებლებზე. ასევე შეასრულებენ ცნობილ ქართულ და უცხოურ მელოდიებს.

დღეს ჩვენი ბრასის მძიმე არტილერიის, ჩვენი მსოფლიო ბანის და, რაც ყველაზე მთავარია, ჩვენი უერთგულესი მეგობრის დაბადების დღ...
16/07/2026

დღეს ჩვენი ბრასის მძიმე არტილერიის, ჩვენი მსოფლიო ბანის და, რაც ყველაზე მთავარია, ჩვენი უერთგულესი მეგობრის დაბადების დღეა! ❤️🎉

ძნელია სიტყვებით აღწერო, რამდენად მნიშვნელოვანი ადამიანი ხარ ჩვენთვის. მადლობა, რომ ყოველთვის გვერდში გვიდგახარ, გვამხნევებ და ნებისმიერ მომენტს უკეთესს ხდი.

გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობას, უამრავ ბედნიერებას, წარმატებებს და იმ ყველაფრის ახდენას, რაზეც გულით ოცნებობ. დარჩი ყოველთვის ისეთი გულწრფელი, კეთილი და ერთგული, როგორიც ხარ.

გილოცავთ დაბადების დღეს! გვიყვარხარ და ძალიან გვეამაყება, რომ ჩვენი მეგობარი ხარ! ❤️🥂

Soso Taqtaqishvili

Today is the birthday of our brass heavy artillery, our world-class bass, and most importantly, our most loyal friend! ❤️🎉

It’s hard to put into words how much you mean to us. Thank you for always standing by our side, lifting our spirits, and making every moment brighter just by being there.

We wish you good health, peace, endless happiness, great success, and the fulfillment of every dream you hold close to your heart. Stay exactly as you are genuine, kind, and loyal.

Happy Birthday! We love you, and we’re incredibly proud to call you our friend! ❤️🥂

დღეს ჩვენი ძვირფასი მეგობრის, სუპერ ფროფესიონალი მუსიკოსის, უკეთილესი და სიყვარულით სავსე ადამიანის დაბადების დღეა. ❤️გუ...
15/07/2026

დღეს ჩვენი ძვირფასი მეგობრის, სუპერ ფროფესიონალი მუსიკოსის, უკეთილესი და სიყვარულით სავსე ადამიანის დაბადების დღეა. ❤️

გულითადად ვულოცავთ გიორგის ამ განსაკუთრებულ დღეს და მთელი გულით ვუსურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, ხანგრძლივ სიცოცხლეს, შემოქმედებით წარმატებებსა და ყველა ოცნების ასრულებას.
ბედნიერი დაბადების დღე! 🎉🎂

Today is the birthday of our dear friend, an outstanding professional musician, and one of the kindest, most warm-hearted people we know. ❤️

We warmly congratulate Giorgi on this special day and wholeheartedly wish him good health, happiness, a long and fulfilling life, continued creative success, and the fulfillment of all his dreams.

Happy Birthday! 🎉🎂

Gio Tatulashvili

რეგიონებში არსებული სამუსიკო სასწავლებლების მდგომარეობა გულს გვტკენს. მიუხედავად ყველა სირთულისა, იქ კვლავ იზრდებიან ნიჭ...
01/07/2026

რეგიონებში არსებული სამუსიკო სასწავლებლების მდგომარეობა გულს გვტკენს. მიუხედავად ყველა სირთულისა, იქ კვლავ იზრდებიან ნიჭიერი ბავშვები, რომლებიც მხარდაჭერას იმსახურებენ.

ჩვენ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერს გავაკეთებთ მათ დასახმარებლად. უკან არაფერზე დავიხევთ, რადგან გვჯერა, რომ თითოეული ბავშვის ოცნება ზრუნვასა და შანსს იმსახურებს. ❤️

ჩვენი პტოექტი “ბრასი ბავშვებისთვის” სწორედ ამ იდეას ემსახურება, რომელსაც კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ვანხორციელებთ.
მადლობა ყველას ვინც ზრუნავს და გვამხნევებს🙏🏻❤️

დღეს ნამდვილი ემოციების და დამეგობრების ზეიმი იყო ჭიათურაში. მადლობა მასპინძლობისთვის❤️ შეხვედრამდე🙏🏻🙌🏼
30/06/2026

დღეს ნამდვილი ემოციების და დამეგობრების ზეიმი იყო ჭიათურაში.

მადლობა მასპინძლობისთვის❤️ შეხვედრამდე🙏🏻🙌🏼

ასეთი რამ მხოლოდ ნამდვილ მეგობრობას, სიკეთესა და განსაკუთრებულ ადამიანებს შეუძლიათ.ჩვენმა ძმამ, ჩვენი ფესტივალის ერთგულმ...
23/06/2026

ასეთი რამ მხოლოდ ნამდვილ მეგობრობას, სიკეთესა და განსაკუთრებულ ადამიანებს შეუძლიათ.

ჩვენმა ძმამ, ჩვენი ფესტივალის ერთგულმა ქომაგმა და ბავშვობის მეგობარმა, კახა ლემოსი, რომელიც მრავალი წელია გერმანიაში ცხოვრობს და მოღვაწეობს, ფესტივალის ფარგლებში გამართულ მასტერკლასზე გაცნობილ პატარა არტისტს, ირაკლი გოგოლაძეს ინსტრუმენტი უყიდა და გერმანიიდან გამოუგზავნა.

ეს მხოლოდ საჩუქარი არ არის - ეს არის მხარდაჭერა, რწმენა და სიყვარული, რომელიც ახალგაზრდა მუსიკოსს მთელი ცხოვრება ემახსოვრება და ეს ბრჭყვიალა ინსტრუმენტი კი საკუთარი ოცნებისკენ გზას გაუნათებს.❤️

წარმატებას ვუსურვებთ ჩვენს პატარა ვირტუოზ ტრომბონისტს, ხოლო კახას ამ სიკეთისთვის გულითად მადლობას ვუხდით. მისი კეთილი საქმე მთელი ცხოვრება ჩვენს გულებში დარჩება და კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ნამდვილი მეგობრობა და ადამიანობა ყველაზე ძვირფასი ღირებულებებია. ❤️❤️

Kaha De Lemos

Address

David Agmashenebeli Avenue 182
Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Georgian Brass Festival posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category