SITFY Georgia

SITFY Georgia Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from SITFY Georgia, Arts and entertainment, Tbilisi.

08/05/2026
თბილისის აბრეშუმის გზის საშემსრულებლო ხელოვნების ფესტივალი (დუო დრამა) მესამე საფესტივალო დღის სპექტაკლებისტატიის ავტორი...
05/05/2026

თბილისის აბრეშუმის გზის საშემსრულებლო ხელოვნების ფესტივალი (დუო დრამა)
მესამე საფესტივალო დღის სპექტაკლები

სტატიის ავტორი - დავით ბუხრიკიძე

ფესტივალის მესამე დღე მხოლოდ უცხოელ სტუმრებს დაეთმოთ. დოდო ალექსიძის სახელობის სასწავლო თეატრის სცენაზე მაყურებელს საშუალება ჰქონდა დაახლოებით ერთსაათიანი სპექტაკლი - „შაბათის ღამე“ ენახა. თეატრალურმა ჯგუფმა ომანიდან „The Theatrical Tricks Band” და რეჟისორმა მაჰმუდ ჰაბიბიმ, თანამედროვე ავტორის, ჯალილ სალემის პიესაში ე.წ. როუდ მუვის, სოციალური და ანტიმილიტარისტული დრამა გარკვეულწილად, მეტაფიზიკური განზოგადების კონტექსტში ამოიკითხეს.

სადღაც უდაბნოში, ბენზინგასამართი სადგურის მუშისა (მოჰამედ ალ სიუაბი) და ახალგაზრდა კაცის (სულეიმან ალ ჰუმეიდი) ურთიერთობა თითქოს ჩვეულებრივი კონფლიქტით მიხედვით ღვივდება: ახალგაზრდას ბენზინის ჩასხმა რაც შიძლება სწრაფად სურს, რადგან მალე შესაძლოა დაბომბვა დაიწყოს და თანაც მანქანაში ოჯახი ელოდება...მაგრამ უცნაური ისაა, რომ მას ამის გაკეთება არ შეუძლია, რადგან მუშა ნებართვას არ აძლევს. დროთა განმავლობაში ირკვევა, რომ უდაბნოში ჩაკარგული ეს სადგური ერთგვარი ხაფანგია, „დროის მარყუჟი“, საიდანაც გასვლა და თავის დაღწევა მხოლოდ მუშის ნებართვაზეა დამოკიდებული.

ცოცხალ ურთიერთობებსა და ვიზუალურად საინტერესო სცენოგრაფიასთან ერთად, საინტერესოა რეჟისორის მცდელობაც, რომ კონკრეტული ისტორია უფრო მეტაფიზიკურ დრამად გაიაზროს. თეატრში პროფესიულად გაწვრთნილი მაყურებლისთვის „შაბათის ღამე“ შესაძლოა სარტრისა და კამიუს პიესების აჩრდილების გამოაღვიძების საშუალებაც გახდეს. ბენზისგასამართი მუშის ძალადობრივი მცდელობა - სადგურიდან არ გაუშვას დაუპატიჟებელი სტუმარი, იმით მთავრდება, რომ ის ჯერ დააბამს ახალგაზრდას და შემდეგ ხატვას იწყებს...

სპექტაკლის ფინალში გასაგები ხდება რატომაა სცენის სიღრმეში ნახატები თოკზე გამოკიდებული: მარტოობისგან დაღლილი მუშა ასე „გაუსწორდება“ ყველას, ვინც უდაბნოში ბენზინის ჩასხმას შეეცდება. ის სხვების დახმარებით თითქოს საკუთარი მარტოობის ავტოპორტრეტებს ხატავს!

მეტაფიზიკური ამბისა და რეალობის აღრევა გაცილებით ღრმა და უფრო საგრძნობია ბერძნული თეატრალური კომპანიის, Spiti Tis-ის სპექტაკლში “ლელა და ლელა”. ახალგაზრდა, მდიდარ და დამოუკიდებელ ქალს, რომელსაც ლელა ჰქვია (ელენი ზარაფიდუ) ვაკანტურ თანამდებობაზე ისეთი ქალის აყვანა სურს, რომელიც მის ექსცენტრიკულ სურვილებს დააკმაყოფილებს. ასეთია სწორედ ოდნავ დაბნეული და შეწუხებული ქალი, რომელსაც ასევე ლელა ჰქვია (ემანუელა კონტოგიორგუ). თუმცა უცნაური ამბავი ამით მხოლოდ იწყება…

თანამედროვე საბერძნეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დრამატურგი, შესანიშნავი მთარგმნელი და პროზაიკოსი, ანდრეას სტაიკოსი, რომლის პიესა „ლელა და ლელა“ Sitfy Georgia- ს წლევანდელი ფესტივალის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ტექსტია, ქმნის თეატრალურ სამყაროს, რომელშიც რეჟისურა თითქოს „კარნახობს“ იდეებს დრამატურგს და ამავე დროს, წერა თავად შობს რეჟისურას.

ეს არის ორი ქალის, ორი განსხვავებული სამყაროს ჭიდილი იდენტობისა და სტილის ძიებაში. ბედისწერა ერთმანეთს დაუპირისპირებს მათ და ქმნის დაუსრულებელი, მტკივნეული და აბსურდული თამაშის ჯაჭვს, რომელსაც ისინი საკუთარი ნებით ვერ გაწყვეტენ, ვიდრე თამაშის პირობები არ შეიცვლება. პატარა ოთახი, სადაც განსხვავებული მინის ჭიქებით წითელ ღვინოს წრუპავენ, თითქოს სცენაა - გართობის, დაშლის, ეჭვებისა და იდენტიფიკაციის ადგილი, საიდანაც თავს ვეღარ დააღწევენ.

გარდა ამისა, სპექტაკლი თავისი შორეული თემატური თუ კულტურულოგიური გამოძახილით ახლოა ვთქვათ, ინგმარ ბერგმანის ცნობილ ფილმთან „პერსონა“, ან მიქელანჯელო ანტონიონის ფილმთან „ქალთა იდენტიფიკაცია. რაც სხვათა შორის, ანდრეას სტაიკოსის სპექტაკლის სათაურადაც გამოდგებოდა.

Tbilisi Silk Road Performing Arts Festival (Duo Drama)

Third Day of the Festival Performances

Article by Davit Bukhrikidze

The third day of the festival was dedicated exclusively to foreign guests. On the stage of the Dodo Aleksidze Training Theatre, the audience had the opportunity to see the approximately hour-long play "Saturday Night". The theatrical group from Oman, "The Theatrical Tricks Band," and director Mahmoud Habibi interpreted the play by contemporary author Jalil Salem as a road movie, social, and anti-militarist drama within the context of a metaphysical generalization.

Somewhere in the desert, the relationship between a gas station worker (Mohamed Al Siyabi) and a young man (Sulaiman Al Humeidi) ignites through a seemingly ordinary conflict: the young man wants to refuel as quickly as possible because a bombing might start soon, and his family is waiting for him in the car. However, the strange part is that he cannot do so because the worker does not grant permission. Over time, it becomes clear that this station lost in the desert is a kind of trap, a "time loop," from which escape depends entirely on the worker's permission.

Alongside the live interactions and visually interesting scenography, the director's attempt to perceive a specific story as a metaphysical drama is noteworthy. For an audience professionally trained in theatre, "Saturday Night" might serve as a means to awaken the shadows of plays by Sartre and Camus. The gas station worker's violent attempt to prevent the uninvited guest from leaving ends with him first tying the young man up and then beginning to paint.

In the finale of the play, it becomes clear why paintings are hung on a rope in the background of the stage: the worker, weary of loneliness, "deals" with everyone who tries to refuel in the desert in this manner. Through others, he seems to paint self-portraits of his own solitude.

The blending of metaphysical narrative and reality is far deeper and more palpable in the play "Lela and Lela" by the Greek theatrical company Spiti Tis. A young, wealthy, and independent woman named Lela (Eleni Zarafidou) wishes to hire a woman for a vacant position who will satisfy her eccentric desires. Such is the slightly confused and troubled woman also named Lela (Emmanuela Kontogiorgou). However, the strange story only begins there.

Andreas Staikos, one of contemporary Greece's most famous playwrights, an excellent translator, and prose writer, created the play "Lela and Lela," which is one of the most outstanding texts of this year's SITFY Georgia festival. He builds a theatrical world where directing seems to "dictate" ideas to the playwright, while at the same time, the writing itself gives birth to the direction.

This is a struggle between two women and two different worlds in search of identity and style. Fate pits them against each other, creating a chain of endless, painful, and absurd games that they cannot break of their own will until the terms of the game change. The small room, where they sip red wine from different glass cups, serves as a stage—a place of entertainment, dissolution, doubt, and identification from which they can no longer escape.

Furthermore, in its distant thematic or culturological echoes, the play is close to, for instance, Ingmar Bergman's famous film "Persona" or Michelangelo Antonioni's film "Identification of a Woman," which, incidentally, could have served as a title for Andreas Staikos's play.

თბილისის აბრეშუმის გზის საშემსრულებლო ხელოვნების ფესტივალი (დუო დრამა) მეორე საფესტივალო დღის სპექტაკლებისტატიის ავტორი ...
04/05/2026

თბილისის აბრეშუმის გზის საშემსრულებლო ხელოვნების ფესტივალი (დუო დრამა)
მეორე საფესტივალო დღის სპექტაკლები

სტატიის ავტორი - დავით ბუხრიკიძე

ახალგაზრდა რუმინელმა რეჟისორმა, სცენოგრაფმა და მხატვარმა, ინგრიდ ბონეტამ გადაწყვიტა, რომ ისეთ კლასიკურ აღმოსავლურ ზღაპარს, როგორიცაა „ათას ერთი ღამე“, თანამედროვე რეჟისორული მზერა და განსხვავებული თეატრალური ტექნიკის არსენალი (ცეკვა, მოძრაობა, ფიზიკური გამომეტყველება და ა.შ.) მოარგოს. სპექტაკლი სახელწოდებით „ბარბაროსული ღამეები“ სწორედ ამის მცდელობაა - ინტენსიური ფიზიკური ქმედებით, ვნებებითა და ენერგიით დატვირთული წარმოდგენა.

შეჰერაზადა (რუქსანდრა ბალაშუ) სასტიკი და დაუნდობელი შაჰრიარის (ოვიდიუ უშვატი) ცოლი გახდა, მაგრამ მხოლოდ საკუთარი ნებითა და არჩევანით....და მთავარი კითხვის საიდუმლოც სწორედ აქაა: რატომ სწირავს თავს, რა აიძულებს, ნუთუ ნებით გარბის სიკვდილის მკლავებში? თუმცა, ეს ასე არ არის. შეჰერეზადა არ არის არც მოწამე და არც მსხვერპლი. მას სურს წარმოსახვის მოგზაურობაში გაჰყვეს შაჰრიარს უცნობ სამყაროებში; იქ, სადაც ადამიანის უკიდურესი თვისებები ერთმანეთშია გადახლართული, როგორც „ინისა“და იანის“ შუქი და ჩრდილები.

მოქმედების განვითარება თავად გვიბიძგებს მივიდეთ იმ აზრამდე, რომ სიბრძნესა და სიყვარულს ყველაფრის დამარცხება შეუძლია, თუნდაც სისასტიკის, ან თვალთმაქცობის ხარჯზე. მსახიობების სხეულის ენა, მათი ზოგჯერ დახვეწილი და ზოგჯერ კი აშკარად ეროტიული მონახაზი მიგვანიშნებს მამაკაცისა და ქალის იდუმალ ან მიუღწეველ კავშირზე. თუმცა, ხაზგასმულია ძლიერი და მოხერხებული ჭკუის ქალის როლიც. რეჟისორი მიზნად ისახავს ხელოვნების და თეატრის ძალა ერთ კონტექსტში მოაქციოს და მაყურებელთან დისტანციური თხრობის მნიშვნელობა ბოლომდე შეინარჩუნოს.

თუ გავითვალისწინებთ შეგონებას, რომ გენიალური ადამიანები ჩვეულებრივ მოკვდავებზე არანაკლებ სისულელეს ჩადიან სიყვარულის გამო, მაშინ თავისუფლად შეგვიძლია ამ სიაში გენიალური ალბერტ აინშტაინიც შევიყვანოთ. რეჟისორმა თემო კუპრავამ ალექსანდრ გელმანის დოკუმენტურ მასალაზე შექმნილი პიესა მარჯანიშვილის თეატრში სწორედ აინშტაინისა და რუსი მზვერავი ქალის, მარგარიტა კონენკოვას სიყვარულის სპექტაკლად აქცია. აინშტაინს აკაკი ხიდაშელი თამაშობს და მარგარიტას - ეკა ჩხეიძე.

მოქმედება 1945 წლის შემოდგომაზე ხდება, როცა აინშტაინმა ატომური ბომბი უკვე გამოიგონა და ეს ამბავი საბჭოთა სადაზვერვო სამსახურებმა უვე იციან, თუმცა არა გენიალურმა ფიზიკოსმა... სასიყვარულო ისტორია, რომელიც მოქცეულია დიდ და გლობალურ პოლიტიკურ კონტექსტში, სინამდვილეში ჩვეულებრივი რიტმით მიედინება. ძველი ხის ავჯით გაწყობილ ოთახში, ფაიფურის ჭურჭლისა და მოცარტის მუსიკის ფონზე. ერთი სიტყვით, ეს ერთგვარი რეტრო-მელოდრამაა, რომელსაც ხანდახან აცოცხლებს მსახიობთა გამომგონებლობა და იუმორი. ასევე ისტორიული მნიშვნელობის ამბავი - როგორც მონუსხა რუსმა მზვერავმა ქალმა ალბერტ აინშტაინი.

ბოლო წლების განმავლობაში რეჟისორი ლევან წულაძე ხშირად დგამს რუსულ კლასიკურ ლიტერატურას - ტოლსტოი, გოგოლი თუ დოსტოევსკი ის ავტორები არიან, რომელთა პიესებში, ან მოთხრობებშის რეჟისორი თანამედროვე სოციალურ, პოლიტიკურ თუ ეგზისტენციურ პრობლემებს ხედავს და წარმოაჩენს. სწორედ ამგვარ კონტექსტში შეიძლება განვიხილოთ მისი უახლესი სპექტაკლი “იატაქვეშეთის ადამიანი”, რომელიც ფეოდორ დოსტოევსკის პირველი დიდი რომანის “იატაქვეშეთის ჩანაწერების” მიხედვით დადგა.

მაინც რა სურს უსახელო, 40 წელს მიღწეულ ჩინოვნიკს (ნიკა კუჭავა), რომელმაც უარი თქვა კარიერაზე, სამსახურზე და ნებით ჩაეშვა სარდაფში; უფრო ზუსტად ჯოჯოხეთში, სადაც საკუთარი თავის დამცირების შესანიშნავი მიზეზები ეძლევა…რა აიძულებს მას ეს ნებით გამოცხადებული თვითგვემა და მეძავ ლიზასთან (ნინა ლორთქიფანიძე) მეგობრობა ფილოსოფიურ მოძღვრებად აქციოს?! მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ თავს დაბალი კლასის წარმომადგენლად არ მიიჩნევს, ის მაინც სავსეა ირაციონალური, აუხნელი ზიზღით სამყაროსადმი.

შეიძლება ითქვას, რომ ლევან წულაძე ყოველთვის “აქტუალურ კლასიკას” დგამს. მისი “კრეიცერის სონატაც”, “შეშლილის ჩანაწერებიც”, “ცხვირიც” და ბოლო წარმოდგენაც დოსტოევსკის მიხედვით, არის კლასიკური ლიტერატურული ტექსტის თანამედროვე ფორმით თანამედროვე პრობლემებზე გააზრების მცდელობა.

Tbilisi Silk Road Performing Arts Festival (Duo Drama)

Second Day of the Festival Performances

Article by Davit Bukhrikidze

The young Romanian director, scenographer, and artist, Ingrid Boneta, decided to adapt the classic Oriental tale "One Thousand and One Nights" by applying a modern directorial gaze and an arsenal of diverse theatrical techniques, including dance, movement, and physical expression. The performance, titled "Barbarian Nights," is an attempt at this—a production loaded with intense physical action, passions, and energy.

Scheherazade (Ruxandra Balașu) became the wife of the cruel and ruthless Shahryar (Ovidiu Ușvat), but only by her own will and choice. The secret of the main question lies right here: why does she sacrifice herself, what compels her, and is she truly running into the arms of death voluntarily? However, this is not the case. Scheherazade is neither a martyr nor a victim. She wishes to follow Shahryar on a journey of imagination into unknown worlds—there, where extreme human qualities are intertwined like the light and shadows of "Yin and Yang."

The development of the action itself leads us to the idea that wisdom and love can defeat everything, even at the cost of cruelty or hypocrisy. The body language of the actors, with their movements that are sometimes refined and sometimes overtly erotic in outline, hints at a mysterious or unattainable union between man and woman. However, the role of a woman with a strong and agile mind is also emphasized. The director aims to bring the power of art and theatre into a single context while fully maintaining the significance of distant narration with the audience.

If we consider the admonition that geniuses commit no fewer follies than ordinary mortals for the sake of love, then we can freely include the brilliant Albert Einstein in this list. At the Marjanishvili Theatre, director Temo Kuprava turned a play created from Alexander Gelman's documentary material into a production about the love between Einstein and the Russian spy, Margarita Konenkova. Akaki Khidasheli plays Einstein, and Eka Chkheidze plays Margarita.

The action takes place in the autumn of 1945, when Einstein has already invented the atomic bomb and the Soviet intelligence services already know this, though the brilliant physicist does not. The love story, which is caught within a large and global political context, actually flows with an ordinary rhythm in a room furnished with old wooden furniture, against the backdrop of porcelain dishes and Mozart’s music. In short, this is a kind of retro-melodrama that is occasionally brought to life by the actors' inventiveness and humor, as well as a story of historical significance—how a Russian spy enchanted Albert Einstein.

In recent years, director Levan Tsuladze has frequently staged Russian classical literature. Authors like Tolstoy, Gogol, or Dostoevsky are those in whose plays or stories the director sees and portrays contemporary social, political, or existential problems. His latest performance, "Notes from Underground," staged according to Fyodor Dostoevsky's first great novel "Notes from Underground," can be considered in this very context.

What exactly does the nameless, 40-year-old official (Nika Kuchava) want, who refused his career and job and voluntarily descended into a basement—more precisely, into a hell where he is given excellent reasons for self-humiliation? What compels him to turn this voluntarily declared self-flagellation and friendship with the pr******te Liza (Nina Lortkipanidze) into a philosophical doctrine?! Despite the fact that he does not consider himself a member of the lower class, he is still full of irrational, inexplicable hatred for the world.

It can be said that Levan Tsuladze always stages "relevant classics." His "Kreutzer Sonata," "Diary of a Madman," "The Nose," and this latest performance based on Dostoevsky are all attempts to interpret classical literary texts in a modern form to address contemporary problems.

თბილისის აბრეშუმის გზის საშემსრულებლო ხელოვნების ფესტივალი (დუო დრამა) არასაკონკურსო და პირველი საფესტივალო დღის სპექტაკ...
04/05/2026

თბილისის აბრეშუმის გზის საშემსრულებლო ხელოვნების ფესტივალი (დუო დრამა)
არასაკონკურსო და პირველი საფესტივალო დღის სპექტაკლები
სტატიის ავტორი - დავით ბუხრიკიძე
ცნობილი ამერიკელი რეჟისორისა და დრამატურგის, ვუდი ალენის ენაკვიმატი იუმორის შემდეგ, ალბათ ძნელი წარმოსადგენია ქორეოგრაფიული ენა, რომელზეც შესაძლოა ეს იუმორი “ითარგმნოს”. არადა, ფესტივალის გახსნის დღეს, სწორედ ამგვარი თეატრალურ ექსპერიმენტი ვიხილეთ, სადაც სიტყვა მოძრაობამ, ხოლო სარკაზმით ნაკვები ტექსტი - კაზინოს მწვანე მაუდზე დატრიალებულმა ვნებებმა ჩაანაცვლა.

თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის ქორეოგრაფიული სპექტაკლი „სიკვდილი აკაკუნებს“ ქორეოგრაფმა და რეჟისორმა, ირაკლი ბიბილურმა რუსთაველის ეროვნული თეატრის ესპერიმენტულ სცენაზე წარმოადგინა. ეს არასაკონკურსო სპექტაკლია, რომელიც ცეკვის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა და რომელშიც ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული - ფიზიკური თეატრის, ქორეოდრამის, პანტომიმისა თუ დისკოსტეკის ელემენტები ერწყმოდა ერთმანეთს.

მიუხედავად იმისა, რომ პიესის მთავარი შეკითხვა - რა შეიცვლებოდა, თუ ადამიანს წინასწარ ეცოდინებოდა საკუთარი სიცოცხლის დასასრული, პასუხგაუცემელი და ჰაერში ჩამოკიდებული რჩება, ის დინამიკა და სიჭრელე, რითაც დაახლოებით ერთსაათიანი წარმოდგენა გამოირჩევა, თვალში საცემია. გარდა ამისა, საგრძნობი იყო მსახიობთა ტრიოს მონდომებაც და გარჯაც - გოდვინ თუდები, ნინა მატასი-გორგასლიძე, თამარ ცანავა...

სანდრო მრევლიშვილის სახელობის თბილისის მუნიციპალურმა თეატრმა ალბათ, ფესტივალის ყველაზე მძიმეწონიანი დუო-სპექტაკლი შემოგვთავაზა. ინგმარ ბერგმანის პიესას - “რეპეტიციის შემდეგ”, ისეთი ბექგრაუნდი აქვს (ინგრიდ ტულინი და ერლანდ იოზეფსონი, 80-იანი წლების დასაწყისში გადაღებულ სატელევიზო ფილმში), რომ მიხეილ მრევლიშვილმა ამ მძიმე ტვირთის შემსუბუქება მსახიობთა თამაშის ხერხების გამრავალფეროვნებით და შემსუბუქებით სცადა. მითუმეტეს, რომ სცენაზე რუსთაველის პრიმა - მარინა კახიანი (მსახიობი რაქელი) და ამავე თეატრის ყოფილი მსახიობი - აკაკი ხიდაშელი (რეჟისორი ფოგლერი) დგანან.

რეჟისორმა გარკვეული ცვლილება შეიტანა პიესაში და გალოთებული, ოდესაღაც პოპულარული მსახიობი რაქელი, სულაც იმქვეყნიურ არსებად აქცია, რომელიც რეპეტიციის შემდეგ დარბაზში დარჩენილ ფოგლერს მოჩვენებასავით ევლინება - ჯერ შავ კაბაში და შემდეგ თეთრში.

მსახიობსა და რეჟისორს შორის “თამაში” ამბივალენტური ელვარებით და დრამატულ-ირონიული საწყისით გამოირჩევა. რაქელი თავადაც ეუბნება ფოგლერს - „თეატრი ჭუჭყია, ავხორცობა და შფოთი, აურზაური და ბალაგანი. მე შენი სიწმინდის თეორემა სისულელედ მიმაჩნია, ის ბლეფი და საეჭვოა, მთლიანად შენი ანარეკლია”. თუმცა თავად სიამოვნებით ეფლობა ამ დავიწყებული თეატრალური თამაშის “ჭუჭყში” და რეჟისორსაც ითრევს.

კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრისა და თეატრ “მოხეტიალე მთვარის” თანამშრომლობით შექმნილი სპექტაკლი “ადამისა და ევას დღიურები” ალბათ, ფესტივალის ყველაზე მსუბუქი, ელეგანტური და საბავშვო ჟანრისათვის დამახასიათებელი წარმოდგენაა. რეჟისორმა ნიკა ლუარსაბიშვილმა მარკ ტვენის ნოველების მიხედვით დადგმულ სპექტაკლში პოეზიის და ნაივურობის ისეთი ატმოსფერო შექმნა, რომ მსახიობებს - ანა ჯავახიშვის (ევა) და არჩილ სულაქველიძეს (ადამი) სრული საშულება ეძლევათ საკუთარი ფანტაზია მაყურებლამდე ბოლომდე მიიტანონ.

თუ მარკ ტვენის ნოველების წაკითხვა მოზარდებს დაეზარებათ, სპექტაკლის ნახვის შემდეგ მას მაინც მიუბრუნდებიან. თანაც გაიგებენ როგორ ცხოვრობდნენ ადამი დას ევა სამოთხეში, რას ფიქრობდა ევა, როცა აკრძალული ვაშლი შეჭამა, ან რატომ ეგონა ადამს, რომ მისი შვილის თევზს უფრო წააგავდა... მოკლედ, ნიკა ლუარსაბიშვილის სპექტაკლში ბევრი რამაა საყურადღებო ბავშვებისთვისაც და მოზრდილებისთვისაც.

Tbilisi Silk Road Performing Arts Festival (Duo Drama)
Non-competitive and Opening Day Performances
Article by Davit Bukhrikidze

After the witty humor of the famous American director and playwright Woody Allen, it is perhaps difficult to imagine a choreographic language into which this humor could be "translated." Yet, on the opening day of the festival, we witnessed exactly this kind of theatrical experiment, where movement replaced words and a text nourished by sarcasm was replaced by the passions swirled upon the green cloth of a casino.

The choreographic performance "Death Knocks" by the Mikheil Tumanishvili Film Actors Theatre was presented by choreographer and director Irakli Bibiluri on the Experimental Stage of the Rustaveli National Theatre. This is a non-competitive performance dedicated to International Dance Day, in which completely different elements—physical theatre, choreodrama, pantomime, and disco—merged with one another.

Although the play's main question—what would change if a person knew the end of their life in advance—remains unanswered and hanging in the air, the dynamics and color that characterize the approximately one-hour performance are striking. Furthermore, the dedication and effort of the trio of actors—Godwin Tudebi, Nina Matasi-Gorgaslidze, and Tamar Tsanava—were palpable.

The Sandro Mrevlishvili Tbilisi Municipal Theatre offered perhaps the most heavyweight duo-performance of the festival. Ingmar Bergman's play "After the Rehearsal" has such a background (Ingrid Thulin and Erland Josephson in the television film shot in the early 80s) that Mikheil Mrevlishvili tried to lighten this heavy burden by diversifying and softening the actors' performance techniques. Especially since the stage is occupied by the prima of the Rustaveli Theatre, Marina Kakhiani (the actress Rachel), and a former actor of the same theatre, Akaki Khidasheli (the director Vogler).

The director made certain changes to the play and turned the alcoholic, once-popular actress Rachel into an otherworldly being who appears like a ghost to Vogler, who remains in the hall after the rehearsal—first in a black dress and then in white.

The "game" between the actress and the director is characterized by ambivalent brilliance and a dramatic-ironic origin. Rachel herself tells Vogler: "Theatre is filth, lechery and anxiety, turmoil and chaos. I consider your theorem of purity to be nonsense; it is a bluff and suspicious, entirely your reflection." However, she herself takes pleasure in sinking into the "filth" of this forgotten theatrical game and drags the director in as well.

The performance "The Diaries of Adam and Eve," created through the collaboration of the Kote Marjanishvili State Theatre and the "Wandering Moon" Theatre, is perhaps the lightest, most elegant performance of the festival, characteristic of the children's genre. Director Nika Luarsabishvili, in this play based on Mark Twain's stories, created such an atmosphere of poetry and naivety that the actors—Ana Javakhishvili (Eve) and Archil Sulakvelidze (Adam)—are given every opportunity to fully convey their fantasy to the audience.

If adolescents are too lazy to read Mark Twain's stories, they will return to them after seeing the performance. Moreover, they will learn how Adam and Eve lived in paradise, what Eve thought when she ate the forbidden apple, or why Adam thought his son resembled a fish more... In short, in Nika Luarsabishvili's play, there is much to be noted for both children and adults.

თბილისში აბრეშუმის გზის საშემსრულებლო ხელოვნების ფესტივალი - დუო დრამა დაიწყოსტატიის ავტორი - დავით ბუხრიკიძეთავიდანვე უ...
04/05/2026

თბილისში აბრეშუმის გზის საშემსრულებლო ხელოვნების ფესტივალი - დუო დრამა დაიწყო

სტატიის ავტორი - დავით ბუხრიკიძე

თავიდანვე უნდა ითქვას, რომ თბილისს, როგორც დიდი თეატრალური ტრადიციების ქალაქს, არ აკლია არც საერთაშორისო და არც ეროვნული მასშტაბის თეატრალური ფესტივალები; თუმცა SITFY Georgia, ანუ „აბრეშუმის გზის“ საშემსრულებლო ხელოვნების ფესტივალი (DUOS), სრულიად განსხვავებული და გამორჩეულია რეგიონული თუ საერთაშორისო მასშტაბით.

ფესტივალის ორიგინალური კონცეფცია, უკვე სახელწოდებაშია გაცხადებული - Duos, რაც თეატრალურ წარმოდგენებში ორი მსახიობის არსებობას, თანამონაწილეობას გულისხმობს.

SITFY Georgia – „აბრეშუმის გზის საშემსრულებლო ხელოვნების ფესტივალი (DUOS), თბილისში წელს მეორედ იმართება პროფესორ ლევან ხეთაგურის ხელმძღვანელობით, რომელიც ფესტივალის აღმასრულებელი დირექტორია. ბატონი მაზენ ელ-გარაბავი - ეგვიპტელი მსახიობი და რეჟისორი კი SIFTY GEORGIA-ს დამფუძნებელი და პრეზიდენტი. შეიძლება ითქვას, რომ ფესტივალი თბილისში შარმ ელ-შეიხის (ეგვიპტე) ახალგაზრდული საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ერთ-ერთი მიმართულებაა, რომლის პირველი გამოშვება გასულ 2025 წელს, წარმატებით ჩატარდა საქართველოს დედაქალაქში და აი, მეორე ფესტივალიც...

SITFY Georgia ფესტივალი 2026 წელს რუმინეთის, საბერძნეთის, ომანის და საქართველოს თეატრალურ დასებს უმასპინლებს.
ოფიციალური საკონკურსო პროგრამით 7 თეატრალური წარმოდგენაა დაგეგმილი სამ დღის (30 აპრილი-2 მაისი) განმავლობაში. თბილისელ მაყურებელს და დედაქალაქის სტუმრებს საშუალება ექნებათ ნახონ შემდეგი სპექტაკლები:

30 აპრილი: „ადამი და ევას დღიურები“ (საქართველო), მარჯანიშვილის თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე; „რეპეტიცის შემდეგ“ (საქართველო, ინგმარ ბერგმანის პიესის მიხედვით), სანდრო მრევლიშვილის სახელობის თეატრი.

1 მაისი: „ბარბაროსული ღამეები“ (რუმინეთი, „ათას ერთი ღამის“ ადაპტირებული ვერსია), რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტული სცენა; „აინშტაინის უკანასკნელი სიყვარული“ (საქართველო), მარჯანიშვილის თეატრის დიდი სცენა; „იატაქვეშეთის ადამიანი“ (საქართველო, დოსტოევსკის მოთხრობის მიხედვით), თეატრი-სახელოსნო ფაბრიკა.

2 მაისი: „შაბათის ღამე“ (ომანი), თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სასწავლო თეატრი; „ლელა და ლელა“ (საბერძნეთი), რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტული სცენა.

ფესტივალის საზეიმო დახურვა და გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართება 3 მაისს, რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე. გამარჯვებულებს კი საერთაშორისო ჟიური გამოავლენს, რომლის შემადგენლობაში შედიან - მაზენ ელ-გარაბავი (ეგვიპტე, მსახიობი და რეჟისორი), ხავიერ პუჯოირას ნოვიჩი (ესპანეთი, მსახიობი და რეჟისორი), შადი აბო შადი (ეგვიპტე, რეჟისორი); ნინო თარხან-მოურავი (საქართველო, მსახიობი); ეკატერინე შარიქაძე (საქართველო. მსახიობი და რეჟისორი).

Tbilisi Silk Road Performing Arts Festival — Duo Drama Has Begun

Article by Davit Bukhrikidze

It must be said from the outset that Tbilisi, as a city of great theatrical traditions, does not lack theatrical festivals of either international or national scale. However, SITFY Georgia, or the "Silk Road" Performing Arts Festival (DUOS), is completely unique and distinguished on both a regional and international level.

The original concept of the festival is declared in its name — Duos — which implies the presence and participation of two actors in the theatrical performances.

SITFY Georgia – "Silk Road Performing Arts Festival (DUOS)" is being held in Tbilisi for the second time this year under the leadership of Professor Levan Khetaguri, who serves as the festival's Executive Director. Mr. Mazen El-Gharbawy, an Egyptian actor and director, is the founder and President of SITFY Georgia. It can be said that the festival in Tbilisi is a branch of the Sharm El-Sheikh (Egypt) International Theater Festival for Youth, the first edition of which was successfully held in the Georgian capital last year, 2025; and now, the second festival...

In 2026, the SITFY Georgia festival will host theatrical troupes from Romania, Greece, Oman, and Georgia. Seven theatrical performances are planned for the official competition program over the course of three days (April 30–May 2). The Tbilisi audience and guests of the capital will have the opportunity to see the following plays:

April 30: "The Diaries of Adam and Eve" (Georgia), on the experimental stage of the Marjanishvili Theatre; "After the Rehearsal" (Georgia, based on the play by Ingmar Bergman), Sandro Mrevlishvili Theatre.

May 1: "Barbarian Nights" (Romania, an adapted version of "One Thousand and One Nights"), Rustaveli National Theatre Experimental Stage; "Einstein's Last Love" (Georgia), Marjanishvili Theatre Main Stage; "Notes from Underground" (Georgia, based on the story by Dostoevsky), Theatre-Factory 42.

May 2: "Saturday Night" (Oman), S***a Rustaveli Theatre and Film University ; "Lela and Lela" (Greece), Rustaveli National Theatre Experimental Stage.

The grand closing of the festival and the awards ceremony for the winners will take place on May 3 at the Rustaveli National Theatre Experimental Stage. The winners will be revealed by an international jury, whose members include: Mazen El-Gharbawy (Egypt, actor and director), Xavier Pujolràs Novich (Spain, actor and director), Shady Abo Shady (Egypt, director), Nino Tarkhan-Mouravi (Georgia, actress), and Ekaterine Sharikadze (Georgia, actress and director).

Sitfy Georgia's Awards 2026 🔥
04/05/2026

Sitfy Georgia's Awards 2026 🔥

Day by day Highlights 🔥 2 nd edition
04/05/2026

Day by day Highlights 🔥
2 nd edition

*საქართველო, ომანი და საბერძნეთი დაჯილდოვდნენ SITFY Georgia ფესტივალის მეორე გამოშვებაზე**"მიწისქვეშა კაცი" დასახელდა სა...
04/05/2026

*საქართველო, ომანი და საბერძნეთი დაჯილდოვდნენ SITFY Georgia ფესტივალის მეორე გამოშვებაზე*

*"მიწისქვეშა კაცი" დასახელდა საუკეთესო სპექტაკლად*
*"ადამისა და ევას დღიური" მოიგო საუკეთესო რეჟისურა*

*ომანმა მიიღო საუკეთესო ახალბედა მსახიობი და საუკეთესო სცენოგრაფია*

SITFY-GEORGIA ფესტივალის მეორე გამოშვება, რომლის პრეზიდენტია არტისტი და რეჟისორი მაზენ ელ-ღარბავი, გუშინ საღამოს დასრულდა საქართველოს ეროვნული რუსთაველის თეატრის სცენაზე დედაქალაქ თბილისში. ფესტივალი მიმდინარეობდა 2026 წლის 29 აპრილიდან 3 მაის ჩათვლით, საქართველოს კულტურის სამინისტროსთან, საქართველოს ეროვნულ თეატრთან, თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტთან საქართველოში და თბილისის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით, 8 თეატრალური სპექტაკლის მონაწილეობით საქართველოდან, საბერძნეთიდან, ომანიდან და რუმინეთიდან.

ფესტივალის პრეზიდენტმა მაზენ ელ-ღარბავიმ მადლობა გადაუხადა ყველა მონაწილე დასს, მეორე გამოშვების სტუმრებს, სპონსორებს, მხარდამჭერ დაწესებულებებს და იმ თეატრებს, რომლებმაც უმასპინძლეს ფესტივალის ღონისძიებებს. მან დაადასტურა, რომ ამ გამოშვების წარმატება იყო სხვადასხვა პარტნიორებს შორის მხატვრული და კულტურული თანამშრომლობის ნაყოფი და თეატრის მოღვაწეებისა და დამდგმელების ყოფნა მრავალი ქვეყნიდან.

დახურვის ცერემონიაზე ნაჩვენები იყო ვიდეო, რომელიც ხაზს უსვამდა მეორე გამოშვების მიღწევებს. ის წარმოდგენილი იყო ოფიციალური კონკურსის შედეგების გამოცხადებამდე, ფესტივალის სტუმრების თანდასწრებით, მათ შორის არტისტების, თეატრის პროფესიონალებისა და მედიის წარმომადგენლების. სადღესასწაულო ატმოსფეროში დაიხურა ეს გამოშვება, რომელმაც მნიშვნელოვანი მაყურებლის ჩართულობა დაინახა მონაწილე სპექტაკლებთან.

ცერემონია ასევე მოიცავდა არტისტ დავით ობილესაშვილის პატივისცემას, ასევე თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ საქართველოში, რომელსაც ხელმძღვანელობს რეჟისორი ლევან ხეთაგური, მადლობის სიგელების გადაცემას რამდენიმე მონაწილისთვის მეორე გამოშვებაში მათი წვლილის აღიარების ნიშნად.

მეორე გამოშვების ჟიურის თავმჯდომარეობდა არტისტი და რეჟისორი მაზენ ელ-ღარბავი, ხოლო წევრები იყვნენ: არტისტი ნინო ტარხან-მოურავი საქართველოდან, არტისტი და რეჟისორი ხავიერ პუჩოლ რაუსელ ნოვიჩი ესპანეთიდან, არტისტი და რეჟისორი ეკატერინე შარიქაძე საქართველოდან და რეჟისორი შადი აბუ შადი ეგვიპტიდან.

ჟიურის გადაწყვეტილებები მიღებული იქნა ოფიციალური კონკურსის ყველა სპექტაკლის ნახვისა და მის წევრებს შორის მსჯელობის შემდეგ, რაც დასრულდა მეორე გამოშვების ჯილდოების გამოცხადებით მსახიობობის, რეჟისურის, დრამატურგიის, სცენოგრაფიისა და საუკეთესო სპექტაკლის კატეგორიებში.

ქართული სპექტაკლი "მიწისქვეშა კაცი" დაჯილდოვდა საუკეთესო სპექტაკლად, ხოლო არტისტმა არჩილ სულაქველიძემ მოიგო საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ჯილდო იმავე სპექტაკლისთვის.

საუკეთესო რეჟისურის ჯილდო გადაეცა ნიკა ლორესაბეშვილს "ადამისა და ევას დღიურისთვის" საქართველოდან, ხოლო არტისტმა მარინა ხახიანმა მოიგო საუკეთესო მსახიობი ქალის ჯილდო "რეპეტიციის შემდეგისთვის", ასევე საქართველოდან.

ომანის სასულთნოს წარმომადგენელმა, არტისტმა სულეიმან ალ-ჰუმაიდიმ მიიღო საუკეთესო ახალბედა მსახიობის ჯილდო "შაბათი ღამისთვის" — ახალი ჯილდო, რომელიც პირველად გადაეცა SITFY-GEORGIA-ს მეორე გამოშვებაზე — ხოლო მუბარაქ ალ-ღაზალიმ მოიგო საუკეთესო სცენოგრაფია იმავე სპექტაკლისთვის.

ჟიურიმ საუკეთესო დრამატული ტექსტი მიანიჭა დრამატურგ ანდრეას სტაიკოსს "ლელა და ლელასთვის" საბერძნეთიდან, ხოლო ჟიურის სპეციალური პრიზი გადაეცა ელენი ზარავიდუს და ემანუელა კონდოგიორგუს იმავე სპექტაკლისთვის.

ჟიურიმ ასევე გადასცა მადლობის სიგელი ქორეოგრაფიასა და მოძრაობაში "ბარბაროსთა ღამეები: 1001 ღამე" რუმინეთიდან.

SITFY-GEORGIA — რომლის მეორე გამოშვება იმართება პროფესორ ლევან ხეთაგურის აღმასრულებელი პრეზიდენტობით — არის შარმ ელ-შეიხის ახალგაზრდული თეატრის საერთაშორისო ფესტივალის (SITFY) ფილიალი. ის მიმდინარეობდა 29 აპრილიდან 3 მაისამდე საქართველოს კულტურის სამინისტროსთან, საქართველოს ეროვნულ რუსთაველის თეატრთან არტისტისა და რეჟისორის დავით საყვარელიძის ხელმძღვანელობით, თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის (ITI) ქართულ ცენტრთან, საქართველოს ხელოვნების კვლევის ინსტიტუტთან და თბილისის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით.

SITFY-GEORGIA ფესტივალი ემთხვევა შარმ ელ-შეიხის ახალგაზრდული თეატრის საერთაშორისო ფესტივალის ადმინისტრაციის მიერ მისი მეთერთმეტე გამოშვების დაწყების მზადებას ამ ნოემბერში. ფესტივალი ყოველწლიურად იმართება ეგვიპტის კულტურის სამინისტროს პატრონაჟით, რომელსაც ხელმძღვანელობს პროფ. დოქტ. ჯიჰან ზაკი, და ტურიზმისა და სიძველეთა სამინისტროს, რომელსაც ხელმძღვანელობს მისი აღმატებულება მინისტრი შერიფ ფათჰი, და ეგვიპტის ტურიზმის ხელშეწყობის სააგენტოს, რომელსაც ხელმძღვანელობს ინჟინერი აჰმედ იუსეფი, სამხრეთ სინაის გუბერნიის სრული მხარდაჭერით გენერალ-მაიორ დოქტ. ისმაილ ქამალის ხელმძღვანელობით, ეროვნულ ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობის ფარგლებში ინტეგრირებული კულტურული და ტურისტული განვითარების მისაღწევად.

შარმ ელ-შეიხის ახალგაზრდული თეატრის საერთაშორისო ფესტივალი იმართება ეგვიპტის ეროვნული ბანკის, Ein მხატვრული წარმოებისთვის, და დოფარის მუნიციპალიტეტის ოქროს სპონსორობით ომანის სასულთნოში. ფესტივალს მართავს დოქტ. ენჯი ელ-ბუსტავი, და მისი მეთერთმეტე გამოშვება ატარებს ცნობილი არტისტის სოჰეირ ელ-მორშედის სახელს მისი გამორჩეული მხატვრული კარიერის პატივისცემის ნიშნად. ცნობილი ვარსკვლავი ელჰამ შაჰინი არის ფესტივალის საპატიო პრეზიდენტი, ხოლო პროდიუსერი ჰიშამ სულეიმანი თავმჯდომარეობს მის უმაღლეს კომიტეტს.

Georgia, Oman, and Greece Sweep Awards at the Second Edition of SITFY Georgia Festival

"The Underground Man" Named Best Production
"Adam and Eve Diary" Wins Best Direction

Oman Takes Best Rising Actor and Best Scenography

The second edition of the SITFY-GEORGIA Festival, presided over by artist and director Mazen El-Gharbawy, concluded last evening on the stage of Georgia's National Rustaveli Theatre in the capital Tbilisi. The festival ran from April 29 to May 3, 2026, in collaboration with the Georgian Ministry of Culture, the Georgian National Theatre, the International Theatre Institute in Georgia, and the Municipality of Tbilisi, with the participation of 8 theatrical productions from Georgia, Greece, Oman, and Romania.
Festival President Mazen El-Gharbawy extended his gratitude to all participating companies, guests of the second edition, sponsors, supporting institutions, and the theatres that hosted the festival's events, affirming that the success of this edition was the fruit of artistic and cultural cooperation among various partners and the presence of theatre practitioners and production makers from multiple countries.
The closing ceremony featured a video highlighting the second edition's achievements, presented before the announcement of the official competition results, in the presence of festival guests including artists, theatre professionals, and media figures, in a festive atmosphere that brought the edition to a close — one that saw considerable audience engagement with the participating productions.
The ceremony also included a tribute to artist David Obilesashvili, as well as the presentation of certificates of appreciation by the International Theatre Institute in Georgia, headed by director Levan Khetaguri, to a number of participants in recognition of their contributions to the second edition.
The jury of the second edition was chaired by artist and director Mazen El-Gharbawy, with membership comprising: artist Nino Tarkhan-Mouravi from Georgia, artist and director Javier Puchol Rausell Novich from Spain, artist and director Ekaterine Shariqadze from Georgia, and director Shady Abu Shady from Egypt.
The jury's decisions were reached following attendance of all official competition productions and deliberation among its members, culminating in the announcement of the second edition's awards across the categories of acting, direction, playwriting, scenography, and best production.
The Georgian production "The Underground Man" was awarded Best Production, with artist Archil Sulakvelidze winning Best Actor for the same production.
The Best Direction award went to Nika Loaresabeshvili for "Adam and Eve Diary" from Georgia, while artist Marina Khakhiani won Best Actress for "After the Rehearsal", also from Georgia.
Representing the Sultanate of Oman, artist Suleiman Al-Humaidi received the Best Rising Actor award for "Saturday Night" — a new award presented for the first time at SITFY-GEORGIA in its second edition — while Mubarak Al-Ghazali won Best Scenography for the same production.
The jury awarded Best Dramatic Text to playwright Andreas Staikos for "Lela and Lela" from Greece, while the Special Jury Prize was granted to Eleni Zaravidou and Emmanouela Kondogiorgou for the same production.
The jury also presented a Certificate of Appreciation in Choreography and Movement to "Barbarian Nights: 1001 Nights" from Romania.
SITFY-GEORGIA — whose second edition is held under the executive presidency of Professor Levan Khetaguri — is a branch of the Sharm El-Sheikh International Theatre Festival for Youth (SITFY). It ran from April 29 to May 3 in collaboration with the Georgian Ministry of Culture, the Georgian National Rustaveli Theatre under artist and director David Sakvarelidze, the Georgian Centre of the International Theatre Institute (ITI), the Georgian Arts Research Institute, and the Municipality of Tbilisi.
The SITFY-GEORGIA festival coincides with preparations by the Sharm El-Sheikh International Theatre Festival for Youth administration for the launch of its eleventh edition this coming November. The festival is held annually under the patronage of the Egyptian Ministry of Culture, led by Prof. Dr. Jehan Zaki, and the Ministry of Tourism and Antiquities, led by H.E. Minister Sherif Fathi, and the Egyptian Tourism Promotion Authority, headed by Engineer Ahmed Youssef, with full support from the South Sinai Governorate under Major General Dr. Ismail Kamal, within a framework of cooperation between national institutions to achieve integrated cultural and tourism development.
The Sharm El-Sheikh International Theatre Festival for Youth is held under the gold sponsorship of the National Bank of Egypt, Ein for Artistic Production, and the Dhofar Municipality in the Sultanate of Oman. The festival is managed by Dr. Enjy El-Bustawi, and its eleventh edition bears the name of renowned artist Soheir El-Morshedy in tribute to her distinguished artistic career. The acclaimed star Elham Shahine serves as Honorary President of the festival, with producer Hisham Suleiman chairing its Supreme Committee.

جورجيا وعُمان واليونان يحصدون جوائز الدورة الثانية لمهرجان سيتفي جورجيا

«رجل القاع» أفضل عرض في الدورة الثانية

«يوميات آدم وحواء» يحصد جائزة أفضل إخراج

عُمان تحصد جائزتي أفضل ممثل صاعد وأفضل سينوغرافيا

اختتمت مساء أمس فعاليات الدورة الثانية من مهرجان «SITFY-GEORGIA»، برئاسة الفنان والمخرج مازن الغرباوي، على خشبة المسرح الوطني الجورجي «روستافيلي» بالعاصمة تبليسي، والتي انطلقت في 29 أبريل الماضي واستمرت حتى 3 مايو 2026، بالتعاون مع وزارة الثقافة الجورجية، والمسرح الوطني الجورجي، والهيئة الدولية للمسرح بجورجيا، وبلدية تبليسي، وبمشاركة 8 عروض مسرحية من جورجيا واليونان وعُمان ورومانيا.

ووجّه الفنان والمخرج مازن الغرباوي، رئيس المهرجان، الشكر إلى جميع الفرق المشاركة، وضيوف الدورة الثانية، والرعاة، والمؤسسات الداعمة، وكذلك المسارح التي استضافت فعاليات مهرجان SITFY-GEORGIA في نسخته الثانية، مؤكدًا أن نجاح هذه الدورة جاء ثمرة تعاون فني وثقافي بين مختلف الشركاء، وبفضل حضور المسرحيين وصناع العرض من دول متعددة.

وتضمن حفل الختام عرض فيديو لحصاد الدورة الثانية من مهرجان SITFY-GEORGIA، سبق إعلان نتائج المسابقة الرسمية، بحضور ضيوف المهرجان من الفنانين وصناع المسرح والإعلاميين، في أجواء احتفالية اختتمت دورة شهدت تفاعلًا كبيرًا مع العروض المشاركة.

كما شهد الحفل تكريم الفنان ديفيد أوبليساشفيلي، وتقديم شهادات تقدير من الهيئة الدولية للمسرح بجورجيا، برئاسة المخرج ليفان خيتاجوري، إلى عدد من المشاركين، تقديرًا لمشاركتهم في فعاليات الدورة الثانية من المهرجان.

وتشكّلت لجنة تحكيم الدورة الثانية من الفنان والمخرج مازن الغرباوي رئيسًا للجنة، وعضوية كل من: الفنانة نينو ثارخان-موراڤي من جورجيا، والفنان والمخرج خافيير پوخولراس نوفيتش من إسبانيا، والفنانة والمخرجة إيكاتيرينه شاريقادزه من جورجيا، والمخرج شادي أبو شادي من مصر.
وجاءت قرارات لجنة التحكيم بعد مشاهدة جميع العروض التنافسية الرسمية والتداول بين أعضائها، لتُعلن عن جوائز الدورة الثانية في مجالات التمثيل والإخراج والنص والسينوغرافيا والعرض المسرحي.

وحصل العرض الجورجي «رجل القاع» The Underground Man على جائزة أفضل عرض، كما فاز الفنان Archil Sulakvelidze بجائزة أفضل ممثل عن العرض نفسه.

وذهبت جائزة أفضل إخراج إلى نيكا لوارسابيشفيلي عن عرض «يوميات آدم وحواء» Adam and Eve Diary من جورجيا، فيما فازت الفنانة مارينا خاخياني بجائزة أفضل ممثلة عن عرض «بعد البروفة» After the Rehearsal من جورجيا.

ومن سلطنة عُمان، حصل الفنان سليمان الحميدي على جائزة أفضل ممثل صاعد عن عرض «ليلة السبت» Saturday Night، وهي جائزة جديدة تُمنح لأول مرة في مهرجان SITFY-GEORGIA بدورته الثانية، كما فاز مبارك الغزالي بجائزة أفضل سينوغرافيا عن العرض نفسه.
كما منحت لجنة التحكيم جائزة أفضل نص مسرحي إلى الكاتب أندرياس ستايكوس عن عرض «ليلى وليلى» Lela and Lela من اليونان، بينما ذهبت جائزة لجنة التحكيم الخاصة إلى إيليني زارافيدو وإيمانويلا كونتوغيورغو عن العرض ذاته.

ومنحت اللجنة شهادة تقدير في الكوريوغرافيا والحركة لعرض «ليالي البرابرة: ألف ليلة وليلة» Barbarian Nights 1001 Nights من رومانيا.

ويُعد مهرجان SITFY-GEORGIA، الذي تُقام دورته الثانية برئاسة تنفيذية للبروفيسور ليفان خيتاجوري، أحد فروع مهرجان شرم الشيخ الدولي للمسرح الشبابي، وقد انطلقت فعالياته في 29 أبريل الماضي واستمرت حتى 3 مايو الجاري، وذلك بالتعاون مع وزارة الثقافة الجورجية، والمسرح الوطني الجورجي «روستافيلي» برئاسة الفنان والمخرج دافيد سكارفالدزي، والمركز الجورجي للهيئة الدولية للمسرح ITI، ومعهد بحوث الفنون بجورجيا، وبلدية تبليسي.
وتتزامن فعاليات مهرجان SITFY-GEORGIA مع استعدادات إدارة مهرجان شرم الشيخ الدولي للمسرح الشبابي لإطلاق دورته الحادية عشرة في نوفمبر المقبل، حيث يُقام المهرجان سنويًا تحت رعاية وزارة الثقافة المصرية بقيادة الأستاذة الدكتورة جيهان زكي، ووزارة السياحة والآثار بقيادة معالي الوزير شريف فتحي، والهيئة المصرية العامة للتنشيط السياحي برئاسة المهندس أحمد يوسف، كما يحظى بدعم كامل من محافظة جنوب سيناء بقيادة اللواء الدكتور إسماعيل كمال، في إطار التعاون بين المؤسسات الوطنية لتحقيق التنمية الثقافية والسياحية المتكاملة.
ويُقام مهرجان شرم الشيخ الدولي للمسرح الشبابي برعاية ذهبية للبنك الأهلي المصري، وشركة عين للإنتاج الفني، وبلدية ظفار بسلطنة عُمان، وتدير المهرجان الدكتورة إنجي البستاوي، وتحمل دورته الحادية عشرة اسم الفنانة الكبيرة سهير المرشدي تكريمًا لمسيرتها الفنية الثرية، فيما تتولى النجمة الكبيرة إلهام شاهين الرئاسة الشرفية للمهرجان، ويرأس لجنته العليا المنتج هشام سليمان.




Address

Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when SITFY Georgia posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share