Georgian Youth in Art and Science • GYAS

Georgian Youth in Art and Science • GYAS საუკეთესოს გამოვლენა და მხარდაჭერა. Support of excellence in high school and university level. We are not ambitious, but we prefer everything best.

📌 14 ივლისს ქართულ ამერიკულ უნივერსიტეტში ჩატარდა კონკურსის, "მე ახალგაზრდა მეცნიერის" დაჯილდოების ცერემონია. კონკური წა...
16/07/2026

📌 14 ივლისს ქართულ ამერიკულ უნივერსიტეტში ჩატარდა კონკურსის, "მე ახალგაზრდა მეცნიერის" დაჯილდოების ცერემონია. კონკური წარმოადგენს ევროპის ყველაზე დიდი სამეცნიერო შეჯიბრის, European Union Contest for Young Scientist-ის ეროვნულ ტურს, რომელშიც მონაწილეობა შეუძლიათ 14-20 წლამდე ახალგაზრდებს, საქართველოს მთლიანი მასშტაბით.

💡 წელს კონკურსში მონაწილეობა 54-მა პროექტმა მიიღო. ჟიურის ინტენსიური მუშაობის შედეგად გამოვლინდა 16 ფინალისტი და 3 გამარჯვებული პროექტი.

"მე ახალგაზრდა მეცნიერის" 2026 წლის გამარჯვებულები გაემგზავრებიან EUCYS 2026 Kiel-ში, რომელიც წელს გერმანიაში ჩატარდება. მონაწილეობასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს აფინანსებს ევროკომისია.

🏆 გამარჯვებული პროექტები:

"ვირტუალური აუტიზმი, მოდიფიცირებადი ნეიროგანვითარებითი რისკ-ფაქტორი ახალგაზრდებში და ნეიროენდოკრინული რეგულაციის თერაპია" - მარიამ უჩანეიშვილი (თბილისის გ. რამიშვილის N20 საჯარო სკოლა)

"მეწყერთა საშიში ზონების მონიტორინგის ინტეგრირებული სისტემა" - ლაზარე ჩაჩუა, ანი ხარზიანი (ახალი ქართული სკოლა, ფოთის სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის N3 საჯარო სკოლა)

"FAM163A-ს კონსერვაციისა და სტრუქტურის in silico ანალიზი და მისი პოტენციური როლი კიბოში" - ნიკოლოზ ტყებუჩავა, ლიზი ჩაჩუა (კომაროვის სახელობის 199-ე ფიზიკა მათემატიკური სკოლა)

🎉 მეორე და მესამე ადგილის მფლობელებს გადაეცათ საჩუქრები პროექტის სპონსორისგან ავერსი ფარმა - Aversi Pharma და სიმბოლური საჩუქრები ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი გაუ / GAU Georgian American University. მადლობას ვუხდით მათ პროექტში აქტიური ჩართულობისთვის. ❤️

🥳 ვულოცავთ თითოეულ მონაწილეს, მადლობას ვუხდით საინტერესო პროექტებისთვის და წარმატებებს ვუსურვებთ მათ.

21/04/2026

✨კონკურსი "მე ახალგაზრდა მეცნიერი"✨

რჩება მხოლოდ რამოდენიმე დღე ევროკონკურსის ეროვნულ ეტაპზე განაცხადების გამოსაგზავნად!📌სარეგისტრაციო ფორმა: https://forms....
31/03/2026

რჩება მხოლოდ რამოდენიმე დღე ევროკონკურსის ეროვნულ ეტაპზე განაცხადების გამოსაგზავნად!

📌სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/GJRmgSgEPhDTUWsc6

განაცხადს ავსებს გუნდის მხოლოდ 1 წევრი!

🔍მსურველებმა უნდა შეავსონ ფორმა და გამოგზავნონ სამეცნიერო ნაშრომის მოკლე ძირითადი აღწერა (აბსტრაქტი) ქართულ ენაზე . მომდევნო ეტაპზე ჩატარდება დასწრებული ტური, სადაც პროექტების ავტორებმა უნდა წარადგინონ საკუთარი ნაშრომები მოწვეული სამეცნიერო ჟიურის წინაშე.

🏆დასწრებულ ტურში გამარჯვებული პროექტები ნომინირებული იქნება ევროკავშირის ახალგაზრდა მეცნიერთა კონკურსში (EUCYS) მონაწილეობის მისაღებად, რომელიც 2026 წელს სექტემბერში, გერმანიის ქალაქ კილიში ჩატარდება!

🔭ევროკონკურსში მონაწილეობასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს ანაზღაურებს ევროკომისია.

📌კონკურსში მონაწილეთა ასაკობრივი ცენზია: 14-დან 20 წლამდე. მონაწილე 2026 წლის სექტემბერში არ უნდა სწავლობეს პირველ კურსზე მაღლა. მონაწილეობა შესაძლებელია ისევე, როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურადაც, გუნდში არაუმეტეს 2 მონაწილისა.

პროექტების გაგზავნის ბოლო დღეა 15 აპრილი, 2026 წელი.

✨International Swiss Talent Forum 2026✨⭐️ISTF ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი ფორუმია, რომელიც ყოვე...
08/03/2026

✨International Swiss Talent Forum 2026✨

⭐️ISTF ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი ფორუმია, რომელიც ყოველწლიურად შვეიცარიაში ტარდება. ფორუმის მიზანია გააერთიანოს ახალგაზრდები სხვადასხვა ქვეყნებიდან და მისცეს მათ საშუალება ერთად იმსჯელონ და გადაჭრან თანამედროვე მსოფლიოს პრობლემები.

❤️ ფორუმის წლევანდელი მონაწილე ევროკონკურსის EUCYS 2023 წლის მონაწილე და კონკურსის "მე ახალგაზრდა მეცნიერის" გამარჯვებული, ანასტასია ბოლქვაძეა. წლევანდელი თემატიკა ეხებოდა წყალს, ჩვენი სიცოცხლისთვისა და ჯანმრთელობისთვის ყველაზე მნიშვნელოვან რესურსს. “Water – Elixir of Life”.

📌 ღონისძიების ყველა ხარჯი დაფარულია Swiss Youth in Science-ის მიერ, რომელიც ყოველწლიურად მასპინძლობს ახალგაზრდებს შვეიცარიაში. ფორუმის ფარგლებში ჩატარდა ტრენინგები, ვორქშოპები, მენტორთა სესიები დარგის პროფესიონალებთან და გამოჩენილ მეცნიერებთან ერთად.

01/03/2026

📌პირველი არხი - მე ახალგაზრდა მეცნიერი: გზა საერთაშორისო მეცნიერებამდე

❤️ახალი დღის სტუმრები, EUCYS და კონკურსის "მე ახალგაზრდა მეცნიერის" გამარჯვებულები.

Address

Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Georgian Youth in Art and Science • GYAS posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category