30/09/2025
✨️ თბილისური ბროწეულები 2025 - დასრულდა!
გვინდა მადლობა გადავუხადოთ თითოეულ მონაწილესა და მაყურებელს, ვინც ამ დღეების განმავლობაში ჩვენი ფესტივალის ახალი გვერდები დაწერა!
📍 მადლობა თითოეულ მონაწილეს მსოფლიოს 9 ქვეყნიდან - OKT - ვილნიუსის ქალაქის თეატრს, დამოუკიდებელი თეატრის შემოქმედთა ასოციაცია - EVE-ს, მურატიკას თეატრს, არადის კამერულ თეატრს, ტაბანის ფოლკლორული ცეკვის ჯგუფს, "HUB MARTA"-ს, ჰიზერ მასის Off-Broadway-ს სცენიდან, კულტურის სივრცე - SCHUM-ს, და, რა თქმა უნდა, სანდრო ახმეტელის თეატრს!
📍 მადლობა მოწვეულ სტუმრებს, დარგის სპეციალისტებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
📍 მადლობა შესანიშნავი გამოფენისთვის თბილისელ ხელოვანებს ირენა ოგანჯანოვასა და იური მეჩითოვს, რომლებმაც ფესტივალს მნიშვნელოვანი აურა შესძინეს.
📍 განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ ჩვენს პარტნიორებს, რომელთა მხარდაჭერის გარეშე ეს დღეები შეუძლებელი იქნებოდა - ფესტივალის მხარდამჭერს - თბილისის მერიას
✨️ ფესტივალის გენერალურ სპონსორს - ბაზისბანკს
ფესტივალის პარტნიორებს: ბილეთები.ჯის, კოკაკოლა ბოთლერს ჯორჯიას, ისრაელის სახლს, ისრაელის საელჩოს საქართველოში, სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს საქართველოში, ეუროფიან ვილიჯის, რესტორან კრუიზს, ლისი პანორამას, სასტუმრო მერკური - თბილისი საბურთალო, საინჟინრო კომპანია მეფსტერს, ჰინდრო ჯგუფს, ანასეულს, ბლუტაბლას, მაჯესტას, კოსმოს, მეამას და პიცერია პაცას
🎭 მსოფლიოსთვის ასეთ რთულ და დაძაბულ დროს ცოცხალი შეხვედრა განსაკუთრებით ფასობს. თეატრი გვახსენებს, რომ ხელოვნებას შეუძლია ადამიანებს შორის ხიდები გააბას, გახსნას ახალი შესაძლებლობები და იმედი მშვიდობის ჰორიზონტისთვის. ჩვენი ფესტივალის სლოგანი სწორედ მოცემულს ეხმიანება - "მცირე ფორმები, დიდი იდეები".
"თბილისური ბროწეულები" სერგო ფარაჯანოვის ხსოვნას ეღვნება, სწორედ იმ შემოქმედის, რომელმაც წაშალა საზღვრები ხელოვნების ფორმებს შორის და გვაჩვენა, როგორ შეიძლება ერთი სამყარო სხვა სამყაროს დაუკავშირდეს. მისმა ხედვებმა შთაგვაგონა ამ ფესტივალის შექმნა და მოგვცა ყველაზე მთავარი - იდეა.
ეს მხოლოდ დასაწყისია. გვწამს, რომ "თბილისური ბროწეულები" კიდევ უდრო გაიზრდება, პროცესში და მუდმივ მოძრაობაში შეიძენს ახალ მეგობრებს, აღმოაჩენს ახალ იდეებსა და ახალ ჰორიზონტებს. მალე ისევ შევხვდებით, რათა თეატრისა და ცოცხალი ხელოვნების მაგია კვლავ ერთად შევიგრძნოთ.
მადლობა, რომ იყავით ჩვენთან!