Trinity Cathedral / State Chamber Choir

Trinity Cathedral / State Chamber Choir Since 2022, it has been granted the status of a legal entity under public law (LEPL). Eka Kiknavelidze and others.

Trinity Cathedral Choir was established in 1998, with prayers and blessings and in the initiative of Ilia II, the Catholicos-Patriarch of All-Georgia

The choir obtained its official state status in 2022 and has been named State Chamber Choir of Georgia. The Patriarchal Choir of the Holy Trinity Cathedral
The State Chamber Choir

Due to the work carried out for the development and popularization

of Georgian musical culture and high performance skills, in 2022 the Patriarchal Choir of the Holy Trinity Cathedral was granted the status of a state chamber choir, thus, this choir is under the joint care of both, Georgian state and the Church. The Trinity Cathedral Patriarchal Choir was founded in 1998 with the blessing of Catholicos Patriarch Ilia II and is actually the main musical choir of the Church of Georgia. The repertoire of the State Chamber Choir includes choral compositions by Ioseb Kechakmadze, Giya Kancheli, Ioseb Bardanashvili, Zviad Bolkvadze, Catholicos-Patriarch of All Georgia, Ilia II, Enri Lolashvili, Georgian liturgical chants, folk songs, as well as works by Giovanni Pier Luigi de Palestina, Thomas Luis de Victoria, Thomas Taliz , the choral works of Johann Sebastian Bach, Frank Schubert and others. Together with Gori Women's Choir, Gori Girls' Choir, Tbilisi Girls' Choir and the National Philharmonic Orchestra, the Trinity Cathedral Choir has participated in many concerts of symphonic music, where they performed works by Wolfgang Amadeus Mozart, Richard Wagner, Gustav Mahler, Giya Kancheli, Revaz Laghidze, Nikoloz Rachveli, Zviad Bolkvadze, the works of Patriarch Ilia II and other contemporary Georgian composers. The choir has recorded and released several CDs, which include traditional Georgian chants, as well as songs and contemporary choral works. The choir has performed before the audience both in Georgia and abroad in the countries like: Israel, Cyprus, Turkey, Greece, Lithuania, Russia, Italy, France, the UK, the Ukraine, Germany, Switzerland. The Patriarch Choir of the Holy Trinity Cathedral have successfully performed at the Salle Pleyel, Paris; St. Johns Smith square, London; Moscow International House of music; Kiev and Vilnius Philharmonic Halls; Culture and Convention Centre, Lucerne, and many others. The Trinity Cathedral Choir gave a solo concert dedicated to Maya Plisetskaya within the festival “Zaubersee” by the invitation of Lucerne Symphony Orchestra in Engelberg, Switzerland. The Evgeni Mikeladze National Symphony Orchestra, Djansug Kakhidze Tbilisi Symphony Orchestra and conductors: Shalva Mosidze, Zviad Bolkvadze, Nikoloz Rachveli, Giuseppe Sabatini and Vakhtang Kakhidze collaborated with the choir as well as the Soloists: Giorgi Tsagareli, Anita Rachvelishvili, Paata Burchuladze, Iano Tamari Alibegashvili, Sumi Jo, Badri Maisuradze, Ketevan Kemoklidze, Nino Surguladze, Mariam Roinishvili, Natalia Kutateladze, Nino Katamadze, Nato Metonidze, Tamar Chokhonelidze, Liza Bagrationi, Keti Kartvelishvili. The performance of the choir in 2022 at the Vatican was of special historical importance. The choir presented Georgian music in cultural, spiritual and religious centers of the world: St. Peter's Basilica
and Sistine Chapel, where it is not an accepted practice to hold concerts. With the will and blessing of Pope Francis, on June 26, 2022, this great honor was given to the Patriarchal Choir of the Trinity Cathedral, as a sign of the Pope's great love and friendship for Catholic Patriarch Ilia II and the Georgian people. Georgian traditional and new professional music, chants, folk songs by great Georgian composers: Giya Kancheli, Ioseb Kechakmadze, Ioseb Bardanashvili and Zviad Bolkvadze were performed at the concert. Iano Alibegashvili, Zviad Bolkvadze, Giorgi Tsagareli and Keti Kartvelishvili performed the concert together with the choir's soloists. The Sistine Chapel choir also took part in the concert, together with which the “Ave Maria” by the Catholicos-Patriarch Ilia II was performed. On June 29, the same piece of music and also the Georgian chant were performed in St. Peter's Basilica, after the Mass conducted by the Pope Francis. The events were attended by Pope Francis himself, Vice Prime Minister Thea Tsulukiani, Vatican Secretary of State Cardinal Parolin, the diplomatic corps, high-ranking clergy, listeners and parishioners, and the events were broadcasted live on Vatican TV. This unprecedented event for the promotion of Georgian culture was held with the support of the Ministry of Culture, Sport and Youth Affairs of Georgia and the charity fund "Georgian Chanting Foundation". The initiative belonged to the Vatican ambassador to Georgia and Armenia - archbishop Jose Avelino Bettencourt. The embassies of the Vatican and Georgia carried out the organizational work. It was this great success that played a special role in granting the state status to the Patriarchal Choir of the Trinity Cathedral.The artistic director of the State Chamber Choir is Simon Jiki Jangulashvili, conductor, doctor of art studies. Consultant of the Choir is conductor and choirmaster, emeritus of the Tbilisi State Conservatoire, Professor Shalva Mosidze.

ალან რიკმანი:- საქართველო ჩემთვის განსაკუთრებულია. სხვაგან თუ თეატრი გართობაა, აქ - რელიგიაა. მაშინ, როდესაც რობერტ სტურ...
12/09/2026

ალან რიკმანი:

- საქართველო ჩემთვის განსაკუთრებულია. სხვაგან თუ თეატრი გართობაა, აქ - რელიგიაა. მაშინ, როდესაც რობერტ სტურუას "რიჩარდ III" ვნახე, გავოცდი. ამან ასე ძლიერად მხოლოდ ჩემზე კი არ იმოქმედა, არამედ ყველაზე, ვისაც კი მისი ნახვის შესაძლებლობა მიეცა. ამ სპექტაკლმა ძალიან ბევრი რამ შეცვალა ჩემში, ჩემს სამყაროში... რობერტ სტურუა ისეთივე არაჩვეულებრივი და ექსტრაორდინალური პიროვნებაა, როგორიც რეჟისორი...

დღეს ვიყავი სამებაში, სადაც მგალობელთა გუნდის სიმღერას შევესწარით. ეს გუნდი რომ ინგლისში მღეროდეს, მათი გალობისას არავინ ისაუბრებდა და ირგვლივ ყველა გაქვავდებოდა.... აქ კი, ამ დროს ადგილზე არ ჩერდებიან, გადი-გამოდიან, საუბრობენ და მობილურზეც კი ლაპარაკობენ... ამ ყოველივეს შემსწრეებმა დავასკვენით, რომ საქართველოში ხელოვნება, ცხოვრება და სიყვარული ერთდროულად ხდება, რაც მე ძალიან დიდ შთაგონებას მაძლევს... საქართველოსგან ბევრს ვსწავლობ..."

ალან რიკმანი: "საქართველოსგან ბევრს ვსწავლობ" - როგორ იხსენებენ ბრიტანელ მსახიობს საქართველოში 2016-01-16 12:03:29+04:00 "ხალხის...

შეგვეწიოს ნათლისმცემელი უფლისა, დიდებული იოანე!
12/09/2026

შეგვეწიოს ნათლისმცემელი უფლისა, დიდებული იოანე!

✨ „სინანულის გარეშე შეუძლებელია, ადამიანმა თავისი გული გაუხსნას ღმერთს და მადლი მიიღოს. სწორედ ამიტომ წმინდა იოანე ნათლისმცემელი სინანულის მეშვეობით ამზადებდა ადამიანთა გულებს სახარების მისაღებად...

არ არსებობს უფრო ძლიერი რამ, ვიდრე ლოცვა, არაფერია ლოცვაზე უტკბესი... ის გვაერთებს ღმერთთან, ის არის გასაღები საღვთო საიდუმლოებებისა...“

⛪️ უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის ქადაგება წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღესასწაულზე

✨ სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა!

🔸 ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს!

🔸 დღეს წმინდა ეკლესია იხსენიებს და ადიდებს წმინდა წინასწარმეტყველს, წინამორბედსა და ნათლისმცემელს, იოანეს, მის თავისკვეთას.

🔸 თქვენ გახსოვთ, უფალმა იესო ქრისტემ იოანე ნათლისმცემელზე თქვა, რომ ის არის უმეტესი ნაშობთა შორის დედათასა (მთ. 11, 11). ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში არის ხატი, „დეისუსად“ წოდებული, რაც „ვედრებას“ ნიშნავს. მასზე გამოსახულია უფალი ჩვენი იესო ქრისტე, რომლის ერთ მხარეს დგას ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, მეორე მხარეს კი – წმინდა იოანე ნათლისმცემელი და ისინი ევედრებიან უფალს მთელი მსოფლიოსთვის, წმინდა ეკლესიისთვის, ასევე – ყოველი ჩვენგანისთვის და ჩვენ, რა თქმა უნდა, ვესავთ მათ ლოცვებს, მათ მეოხებას. დღეს კი განსაკუთრებით მხურვალედ მივმართავთ წმინდა იოანე ნათლისმცემელს, რადგან დღეს არის მისი დღესასწაული.

🔸 მოგეხსენებათ, იგი იყო სინანულის დიდი მოძღვარი და, პირველ რიგში, გვასწავლის სინანულს; დღეს უნდა ვევედროთ მას, რომ სინანული გვასწავლოს, რათა მისი ლოცვით მოვიპოვოთ ეს დიდი სათნოება.

🔸 მისი მსახურება დაკავშირებული იყო სინანულთან, სინანულის ქადაგებასთან, რადგან სინანულის გარეშე შეუძლებელია, ადამიანმა თავისი გული გაუხსნას ღმერთს და მადლი მიიღოს. სწორედ ამიტომ წმინდა იოანე ნათლისმცემელი სინანულის მეშვეობით ამზადებდა ადამიანთა გულებს სახარების მისაღებად.

🔸 სინანული არის პირველი აუცილებელი ნაბიჯი სულის გადარჩენისკენ, სულის ცხონების გზაზე, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ არის ერთჯერადი ქმედება, არამედ მთელი ცხოვრების განმავლობაში უნდა ახლდეს სინანული ადამიანს.

🔸 ჩვენი რწმენა, რომელიც განიცდის მრავალ წინააღმდეგობას, განსაცდელს, ბრძოლას, ასევე – გარედან ზეწოლას, ძლიერდება მხოლოდ მაშინ, როდესაც გვექნება სინანულის უნარი და სინანულის გამოცდილება.

🔸 კიდევ რომელი დიდი სათნოების მასწავლებელია იოანე ნათლისმცემელი? შეგახსენებთ, როდესაც მოციქულებმა სთხოვეს უფალს, ესწავლებინა ლოცვა, შემდეგ რა თქვეს? – გვასწავლე ლოცვა, როგორც იოანე ნათლისმცემელი ასწავლიდა თავის მოწაფეებსო (ლკ. 11, 1). ე. ი. იოანე ნათლისმცემელი არის დიდი მოძღვარი ასევე ლოცვისა.

🔸 დღეს ვთხოვოთ მას, ლოცვაც გვასწავლოს, მისი მეოხებით, მისი ლოცვით ეს დიდი სათნოებაც მოვიპოვოთ, რამეთუ როგორც გვასწავლიან წმინდა მამები, განსაკუთრებით – წმინდა იოანე ოქროპირი თუ სხვები ასევე, არ არსებობს უფრო ძლიერი რამ, ვიდრე ლოცვა, არაფერია ლოცვაზე უტკბესი, არათუ უტკბესი და მასზე ძლიერი, არამედ მასთან გათანაბრებულიც კი არაფერი არ არისო, – ასე ამბობენ. ის გვაერთებს ღმერთთან, ის არის გასაღები საღვთო საიდუმლოებებისა, ლოცვის შედეგად გვეძლევა არა მხოლოდ დიდი პატივი, არამედ უდიდესი სარგებელიც, მანამდე, სანამ მივიღებთ იმას, რასაც ვთხოვთ ლოცვაში ღმერთს.

🔸 ჩვენ ასევე წმინდა იოანე ნათლისმცემელს თაყვანს ვცემთ, რადგან იგი ეწამა სიმართლისთვის, ჭეშმარიტებისთვის. ამისთვის მოჰკვეთა მას თავი ჰეროდე მეფემ. ჩვენ თაყვანს ვცემთ, რადგან ჭეშმარიტება ყველასთვის უძვირფასესია. რატომ? იმიტომ, რომ მასში არის ხსნა და გადარჩენა.

🔸 წმინდა იოანე ნათლისმცემლის ლოცვით, შეგვაძლებინოს უფალმა და მოგვცეს სიმტკიცე რწმენაში, მოგვცეს სიმამაცე, რომ ყოველთვის ვთქვათ და დავიცვათ სიმართლე.

🔸 წმინდა იოანე ნათლისმცემლის გარდა, იყვნენ აგრეთვე ძალიან დიდი მოღვაწეები, ადამიანები, რომლებიც ასევე იტანჯნენ და მოკვდნენ კიდევაც მხოლოდ იმისთვის, რომ სიმართლე დაეცვათ, ჭეშმარიტება ექადაგათ და ესწავლებინათ ადამიანებისთვის. თუ ამას ვერ შევძლებთ (ანუ თუ ვერ შევძლებთ, რომ სიცოცხლე გავწიროთ ამისთვის), ის მაინც შევძლოთ, რომ ვიცხოვროთ სიმართლისა და ჭეშმარიტებისთვის, რათა სხვებშიც აღვძრათ ეს სიყვარული სიმართლისა და ერთგულება ჭეშმარიტებისა.

🔸 აი, ძვირფასო ძმებო და დებო, დღეს ჩვენი ცხოვრება მიმდინარეობს მრავალი განსაცდელის და ბრძოლის პირობებში, ჩვენ განსაკუთრებით გვჭირდება მეოხება ზეგარდამო. ამიტომ ხშირად უნდა მოვწყდეთ მიწიურ მიჯაჭვულობას, საზრუნავებს და აღვაპყროთ გონება ზეცისკენ, წმინდანებისკენ და მათ ვთხოვოთ შეწევნა. რაც უფრო ხშირად გავაკეთებთ ამას, მით უფრო მეტად მივიღებთ მათგან მადლიან შეწევნას და დახმარებას.

🔸 კიდევ ერთხელ გილოცავთ წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღესასწაულს. ვევედროთ მას, რომ მისი ლოცვით ღმერთმა გვასწავლოს სინანული, გვასწავლოს ლოცვა და მოგვცეს ძალა და სიმამაცე სიმართლის თქმისა და სიმართლისთვის ცხოვრებისა. შეგვეწიოს, რომ გამოვასწოროთ ჩვენი ცხოვრება, სინანულის გზით ვიაროთ და ჩვენთვის, ჩვენი სულების საცხონებლად გადავიდეთ მიწიური ცხოვრებიდან მარადიულ ცხოვრებაში და დავიმკვიდროთ სასუფეველი ცათა. ამინ!

✨ ჩვენთან არს ღმერთი!
✨ გაიხარეთ!

⛪️ თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარი
➡️ 11 სექტემბერი, 2026 წელი

✍️ ელექტრონული ვერსია მოამზადეს ანზორ ჩიქობავამ და თამარ ასათიანმა

📸 ფოტო: ნინო სოზაშვილი

10/09/2026

⛪ ვრცელდება ინფორმაცია რუსეთის შეიარაღებულ ძალებში „მამა გაბრიელ ურგებაძის სახელობის ქვედანაყოფის“ ჩამოყალიბების შესახებ. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს.

▪ დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: – უპირველესად აღვნიშნავთ, რომ რუსეთ-უკრაინის ომში ორივე მხრიდან იღუპება მართლმადიდებელი მოსახლეობა, რასაც დიდი გულისტკივილით ვადევნებთ თვალს. ჩვენ ვლოცულობთ და შევთხოვთ წმინდანებს, მათი მეოხებით უფალმა მშვიდობა მიმადლოს უკრაინას, რუსეთსა და მთელ მსოფლიოს. ასეთ დროს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან ყოველგვარი კონსულტაციის ან მისი აზრის გათვალისწინების გარეშე, სრულიად მოულოდნელად გაუგონარი ფაქტის წინაშე დავდექით.

▪ ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია სამხედრო დანაყოფისათვის ღირსი მამის, არქიმანდრიტ გაბრიელის, აღმსარებლისა და სალოსის სახელის გამოყენება, წმინდა მამის ღვაწლი და ცხოვრება ხომ სრულად მიძღვნილი იყო უფლისა ჩვენისა, იესო ქრისტეს რწმენისადმი, ადამიანთა შორის სიყვარულისა და კაცთმოყვარეობის ქადაგებისადმი.

▪ შეშფოთებასა და წუხილს იწვევს ის გარემოებაც, რომ ღირსი მამის სახელის ასე მიუღებლად გამოყენებას რუსული ეკლესიის გარკვეული სასულიერო პირები უჭერენ მხარს.

▪ ჩანს, ამ ინიციატივის ავტორები ცუდად იცნობენ წმინდა გაბრიელის ცხოვრებას. ამ ფონზე აღნიშნული ქმედება აღიქმება, როგორც მიკერძოებული სპეკულაცია ეკლესიის სახელით.

▪ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ემიჯნება ღირს გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის სახელის სამხედრო მოქმედებათა გამართლებისა თუ მხარდაჭერის მიზნით გამოყენების ფაქტს.

➡️ ესაუბრა თამარ ასათიანი

06/09/2026
წმინდა სტეფანე კარბელაშვილის მიერ გადმოცემული ერთ-ერთი სასწაული - “რომელნი ქერუბიმთა”…აი, ასეთი საგანძური გადმოგვცეს წმი...
06/09/2026

წმინდა სტეფანე კარბელაშვილის მიერ გადმოცემული ერთ-ერთი სასწაული - “რომელნი ქერუბიმთა”…

აი, ასეთი საგანძური გადმოგვცეს წმიდა აღმსარებლებმა და მოწამეებმა…

წირვის საგალობელი, სვეტიცხოვლის სკოლა, "გამშვენებული" / Svetitskhovli Monastery School, in "decorated style"

გილოცავთ ქართული გალობის მფარველი და გადამრჩენელი წმინდანების - ძმები კარბელაშვილების დღესასწაულს.ტროპარი და კონდაკი წმი...
06/09/2026

გილოცავთ ქართული გალობის მფარველი და გადამრჩენელი წმინდანების - ძმები კარბელაშვილების დღესასწაულს.

ტროპარი და კონდაკი წმიდათა ძმათა -
მღვდელმოწამეთა პეტრესი და ანდრეასი
და აღმსარებელთა - მღვდელთმთავრისა სტეფანესი და მღვდელთა პოლიევქტოსისა და ფილიმონისა (კარბელაშვილთა)

ტროპარი

ტრფიალებითა საღმრთოჲთა
ტკბილსა იესუს ეტრფიალენით,
მადლი საღმრთოჲსა მღვდელობისაჲ თავდადებითა იტვირთეთ,
საუნჯენი სამშობლოჲსანი წარწყმედისაგან იხსენით
და გალობაჲ ღვთივსულიერი გვიწყაროეთ,
ნათელნო მეცნიერებისანო, მამანო წმიდანო
პეტრე, ანდრეა, სტეფანე,
პოლიევქტოს და ფილიმონ,
ევედრენით უფალსა, შეწყალებად სულთა ჩვენთათვის!

კონდაკი

ხომლი ბრწყინვალეჲ აღმოგვიცისკრდა ძმათა ღვთივ-სულიერთაჲ,
რომელთაცა უღაღადებთ:
"ყოვლადწმიდისა დედისა წილხდომილისათვის მზრუნველნო
და ეკლესიისა საღმრთოჲსა კვართისაჲსა ებგურნო და განმაშვენებელნო,
მგალობელნო და სამღვდელონო საღმრთონო,
მეოხ გვეყვენით წინაშე სამებისა!”

ტროპარი და კონდაკი წმიდათა ძმათა -
მღვდელმოწამეთა პეტრესი და ანდრეასი
და აღმსარებელთა - მღვდელთმთავრისა სტეფანესი და მღვდელთა პოლიევქტოსისა და ფილიმონისა (კარბელაშვილთა)

ტროპარი

ტრფიალებითა საღმრთოჲთა
ტკბილსა იესუს ეტრფიალენით,
მადლი საღმრთოჲსა მღვდელობისაჲ თავდადებითა იტვირთეთ,
საუნჯენი სამშობლოჲსანი წარწყმედისაგან იხსენით
და გალობაჲ ღვთივსულიერი გვიწყაროეთ,
ნათელნო მეცნიერებისანო, მამანო წმიდანო
პეტრე, ანდრეა, სტეფანე,
პოლიევქტოს და ფილიმონ,
ევედრენით უფალსა, შეწყალებად სულთა ჩვენთათვის!

კონდაკი

ხომლი ბრწყინვალეჲ აღმოგვიცისკრდა ძმათა ღვთივ-სულიერთაჲ,
რომელთაცა უღაღადებთ:
"ყოვლადწმიდისა დედისა წილხდომილისათვის მზრუნველნო
და ეკლესიისა საღმრთოჲსა კვართისაჲსა ებგურნო და განმაშვენებელნო,
მგალობელნო და სამღვდელონო საღმრთონო,
მეოხ გვეყვენით წინაშე სამებისა!”

02/09/2026

ჩვენი გუნდის დამაარსებელს, უდიდესი ღვაწლისა და მადლის მქონე ლოტბარს ლია სალაყაიას დღეს 80 წელი შეუსრულდებოდა 💔

28/08/2026
19/08/2026

Address

Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Trinity Cathedral / State Chamber Choir posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Establishment

Send a message to Trinity Cathedral / State Chamber Choir:

Shortcuts

Share

Category