11/07/2026
დიდი ხანია აქ არაფერი დამიწერია და მინდოდა, რაღაც ძალიან თბილი მოგონებით დავბრუნებულიყავი. ამ სიცხეში უცებ ბავშვობის ზაფხული გამახსენდა.
გახსოვთ, სოფელში ბებიასთან რომ ვიყავით და მთელ დღეს ეზოში სირბილში ვატარებდით.განერვიულებულო ბებია რომელ საც სულ ეგონა რომ რამეს ვიტკენდით:). მაშინ არ არსებობდა იმაზე დიდი ბედნიერება, როცა უფროსები ამ ნუგბარებს გვიმზადებდნენ:
🥖 პური, წყალი და შაქარი – ჩვენი ბავშვობის მთავარი ენერგეტიკოსი.
🍅 ახლად მოწყვეტილი პომიდორი, პირდაპირ ბოსტნიდან, ცოტა მარილით.
🍒ხიდან მოპარული ის ხილი, რომელიც ჯერ კიდევ არ იყო დამწიფებული და კბილებს გვკვეთდა, მაგრამ მაინც ყველაზე გემრიელი ჩანდა.
თქვენ რას დაამატებდით?