26/06/2026
ნანი ბრეგვაძის საიუბილეო საღამო ბათუმში
მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ერთ-ერთ მთავარ, მასშტაბურ და ემოციურ მოვლენად ქალაქ ბათუმში გამართული ღონისძიება იქცა. 11 ივნისს, ბათუმის დრამატულ თეატრში, ქართველი ლეგენდარული მომღერლის, ნანი ბრეგვაძის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი შედგა.
სცენაზე, ნანი ბრეგვაძესთან ერთად წარდგნენ ეკა მამალაძე, ნატალია ქუთათელაძე, სოფო ხალვაში, ანსამბლი „შვიდკაცა“ და ნიკოლოზ წულუკიძე. საღამო მუსიკალურად გააფორმებმა ფესტივალის ორკესტრმა ნიკა ნიკვაშვილის ხელმძღვანელობით.
კონცერტმა დარბაზში სრული ფურორი გამოიწვია და პირველივე აკორდებიდანვე საოცრად თბილი, ნოსტალგიური ატმოსფერო შექმნა. ლეგენდარული ჰიტების ახლებურმა ჟღერადობამ, რომელიც მაესტრო ნიკა ნიკვაშვილმა შეთავაზა მაყურებელს, ოვაციები დაიმსახურა.
საღამოს კულმინაციად, სცენაზე თავად ნანი ბრეგვაძის მიერ შესრულებული მუსიკალურ ნაწარმოებები გახლდათ.
ფესტივალი საქართველოს კულტურის სამინისტროს, სსიპ „შემოქმედებითი საქართველოსა“ და ქალაქ ბათუმის მინიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.
Nika Nikvashvili