ქორო/Chorus

ქორო/Chorus Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ქორო/Chorus, Theatrical Productions, Tbilisi.

📍სახელოვნებო მიმართულების სტუდენტების და დამოუკიდებელი არტისტების შეხვედრის და გაცნობის ალტერნატიული სივრცე
📍An alternative space for meetings and networking between students in the arts field and independent artists

სტუდენტებმა აუცილებლად წაიკითხეთ! 🙌✊
23/12/2024

სტუდენტებმა აუცილებლად წაიკითხეთ! 🙌✊

22 დეკემბერს, ათასობით სერბი შეიკრიბა დედაქალაქ ბელგრადში, რათა გაეპროტესტებინა პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩისა და სერბეთის პროგრესული პარტიის (SNS) მმართველობა. პროტესტი გამოწვეული იყო გასულ თვეში მომხდარი შემთხვევის გამო: ჩამოინგრა რკინიგზის სადგურის, რამაც 15 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

აქცია, რომელიც ბოლო წლებში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იყო, გაიმართა კვირას და ორგანიზებული იყო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და ფერმერთა კავშირის მიერ. შეკრება ბელგრადის სლავიას მოედანზე შედგა.

გთავაზობთ სერბი სტუდენტების წერილს უცვლელად: fdu

სტუდენტებისთვის მთელ მსოფლიოში

ეს წერილი სასწრაფო მოწოდებაა მოქმედებისთვის!

ამჟამად, სერბეთში სტუდენტებს სრული კონტროლი აქვთ 80 ფაკულტეტიდან 62-ზე. ეს არის ჩვენი რეგიონის უდიდესი სტუდენტური პროტესტი 1968 წლის შემდეგ. ეს გამოძახილია იმ ტრაგიკული მოვლენებისა, რომელიც გამოწვეული იყო ათწლეულების განმავლობაში მმართველი რეჟიმის მიერ განხორციელებული რეპრესიებით, კორუფციითა და ძალადობით. ოპოზიციამ თავისი მეთოდებით აქამდე არაკომპეტენტურობა აჩვენა, რის გამოც ჩვენ, სტუდენტებმა, ავიღეთ სადავეები ხელში.

ლექციები შევაჩერეთ, ყველა წარმომადგენლობითი სტუდენტური ორგანო გავაუქმეთ, თვითორგანიზებული პლენუმები გავმართეთ, მოთხოვნები დავაყენეთ, სამუშაო ჯგუფები შევქმენით და დავიწყეთ ზეწოლა. ფაკულტეტების შენობებში გადავინაცვლეთ და ისინი ყოველდღიური ცხოვრებისათვის მოვაწყვეთ. შევქმენით სამზარეულოები, საერთო საცხოვრებლები, აფთიაქები, სახელოსნოები, კინოთეატრები და კლასები თვითგანათლებისთვის. მხოლოდ სამ კვირაში, სერბეთის თითქმის ყველა საუნივერსიტეტო შენობა გახდა 24-საათიანი პოლიტიკური თვითორგანიზების ცენტრი. გვაქვს ჩვენი თანამოქალაქეების სრული მხარდაჭერა, ვარსებობთ მათი შემოწირულებებით, და ყოველდღიურად ბრძოლაში სხვადასხვა მოწყვლადი სოციალური ჯგუფები გვიერთდებიან.

ფაკულტეტების ბლოკირება სტუდენტური თვითორგანიზების ყველაზე რადიკალური ფორმაა. ბლოკირება გულისხმობს ლექციებისა და გამოცდების ვალდებულებების შეჩერებას და პროფესორებისა და ადმინისტრაციის მხარდაჭერის გარეშე მოქმედებს. თქვენ გაქვთ უფლება თვითორგანიზდეთ ამ ფორმით და უნივერსიტეტის ავტონომიის წყალობით, დაცულნი ხართ პოლიციის პირდაპირი ჩარევისგან. ფაკულტეტები ბლოკირებულია, სანამ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. ფაკულტეტის საქმიანობის შეჩერება თავად წარმოადგენს ზეწოლის ფორმას სახელმწიფო ინსტიტუტებზე. რაც მუშებისთვის არის გაფიცვა, სტუდენტებისთვის არის ბლოკირება. ისტორიულად, ფაკულტეტების ბლოკირება წარმატებული იყო განათლების ხელმისაწვდომობისთვის ბრძოლაში, მაგრამ დღეს ეს უნდა გამოვიყენოთ საზოგადოებრივი ფართო პრობლემების გადასაჭრელად.

ბლოკირებებს ვაორგანიზებთ სამუშაო ჯგუფების მეშვეობით. სამუშაო ჯგუფები ღიაა ყველა მსურველისთვის და ფოკუსირებულია სტრატეგიაზე, საჯარო აქტივობებზე, მედიაზე, უსაფრთხოებაზე და ბლოკირებულ ფაკულტეტში მიმდინარე საქმიანობაზე. სამუშაო ჯგუფები თავიანთ იდეებსა და წინადადებებს პლენუმზე წარადგენენ. პლენუმი არის ღია ფორუმი ფაკულტეტის ყველა სტუდენტისთვის. პლენუმის სესიების მეშვეობით ხორციელდება პირდაპირი დემოკრატია. ყველას აქვს თანაბარი ხმა და გადაწყვეტილების მიღების უფლება პროტესტის შესახებ.

სამყარო ნგრევის ზღვარზეა, წარმომადგენლობითი დემოკრატია მარცხდება, და ჩვენი მომავალი საფრთხის ქვეშაა. ეს არის ერთადერთი გზა, რომ ვაიძულოთ ცვლილება და მსოფლიო კურსი შევცვალოთ. ბლოკირების უამრავი მიზეზი არსებობს, და თქვენ ყველაზე უკეთ იცით, რა არის თქვენი.

თარგმნეთ და გააზიარეთ ეს წერილი!
თვითორგანიზდით და დაიწყეთ პირდაპირი დემოკრატიის პრაქტიკა ახლავე!
სტუდენტებო, მთელ მსოფლიოში, შემოუერთდით ბლოკირებას!

18/12/2024

✊ სოლიდარობა სამართლიანობისთვის მებრძოლ სტუდენტებს❗️

💥თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებმა დაიკავეს უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ფოიე, სადაც იქნებიან მანამ, სანამ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება!

❗️მათი მოთხოვნაა - გააკეთოს უნივერსიტეტმა საჯარო განცხადება, რითაც სოლიდარობას გამიუცხადებს აქციებისას დაზარალებულ და უკანონოდ დაკავებული მოქალაქეებს, რომელთა შორისაც თეატრალური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები არიან!

👉 სტუდენტებმა უნივერსიტეტში დარჩენის და უწყვეტი პროტესტის გადაწყვეტილება მიიღეს რექტორთან პირისპირ შეხვედრის სამ დღიანი უშედეგო მცდელობის შემდეგ!

👉 სტუდენტები ითხოვენ არა მხოლოდ დიალოგს უნივერსიტეტის მმართველობასთან, არამედ საჯარო მხარდაჭერის განცხადებას, რომელიც თანადგომას გამოუცხადებს უსამართლოდ დაპატიმრებულ მოქალაქეებს, მათ შორის, უნივერსიტეტის ყოფილ სტუდენტებს: თათა თავდიშვილს, გიორგი მახარაძეს, ირაკლი სირბილაშვილს, გიორგი ნაკაშიძეს, ავთო დიასამიძეს, გიორგი ბახუტაშვილს და ანდრო ჭიჭინაძეს.

🙌სოლიდარობას ვუცხადებთ სტუდენტებს, რომლებიც ღირსეულად ამტკიცებენ საკუთარ პოზიციას და მოითხოვენ სამართლიანობას!

💥მათი პროტესტი არის მნიშვნელოვანი გზავნილი არა მხოლოდ უნივერსიტეტისთვის, არამედ მთელი საზოგადოებისათვის – სიჩუმე და გულგრილობა არ არის გამოსავალი, როცა ადამიანის უფლებები და თავისუფლება საფრთხეშია.

✊თავისუფლება ყველა უკანონოდ დაკავებულს ავტორიტარული რეჟიმის მიერ❗️

✊სოლიდარობა სისტემის ტყვეებს ❗️

✊ სოლიდარობა სამართლიანობისთვის მებრძოლ სტუდენტებს❗️

✊Support Georgian Theatre Workers ✊Independent theatre artists: actors, directors, crews are striking against government...
18/12/2024

✊Support Georgian Theatre Workers ✊

Independent theatre artists: actors, directors, crews are striking against government repression. With theatres shut and no income, they urgently need support. The Artists’ Workers Union გილდია • Guild has launched a strike fund to help those who depend on gig-based income. Let’s show solidarity and ensure these brave strikers aren’t left behind!

Donate:
Account:
Recipient: N(N)LE Workers’ Union
Purpose: Support the Strike

PayPal: [email protected]

🔗 https://www.paypal.com/paypalme/shromaunion

Your contributions will aid independent theatres, gig workers, and freelancers standing up for democracy. Let’s keep their voices strong—every donation counts. Share and donate today!

🎀სამუშაო შეხვედრა - ზინფორმაცია/ZINEFORMATION 🎈შევქმნათ ზინები პროტესტისთვის! 💥🙌გეპატიჟებით პრაქტიკულ და შთამაგონებელ შე...
15/12/2024

🎀სამუშაო შეხვედრა - ზინფორმაცია/ZINEFORMATION 🎈

შევქმნათ ზინები პროტესტისთვის! 💥

🙌გეპატიჟებით პრაქტიკულ და შთამაგონებელ შეხვედრაზე, სადაც:

📌 ვისწავლით, რატომაა მნიშვნელოვანი მედიის მიმართ კრიტიკული მიდგომა.
📌 გავიგებთ, როგორ შეიძლება ზინების გამოყენება თვითგამოხატვისა და სოციალური ცვლილებისთვის.
📌 ინდივიდუალურად ან გუნდურად შევქმნით ზინებს, რომლებიც აქციებზე, მარშებსა და დემონსტრაციებზე ჩვენს ხმას გააძლიერებს!

🖌️ ზინის შექმნისთვის საჭირო მასალები ადგილზე დაგხვდებათ!
📔მაგრამ, თუ გსურთ, შეგიძლიათ თან მოიტანოთ ძველი და ფერადი გაზეთები, ჟურნალები, პოსტერები, ბანერები ან ნებისმიერი ვიზუალური მასალა. 📕📙

💡 ბოლოს გვექნება ნამუშევრების პრეზენტაცია!
და ზინებს გამოვიყენებთ სურვილისამებრ. 😉

📅 როდის: 18 დეკემბერი, 12:00-15:00 (ყავის შესვენებით)
📍 სად: სამაგიდო თამაშების გილდია • Board Games Guild, გრიბოედოვის #1

✨მონაწილეობა შეუძლია ყველას 16 წლიდან
✨ მონაწილეობა უფასოა, მაგრამ ადგილები შეზღუდულია!

🙏 ამიტომ,
არ დაგავიწყდეს, არ დაგეზაროს ფორმის შევსება! ❤

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScF36g30KFEVRgNlHjih6rihu3h94eqmnKuH9JGR3SV8U71pg/viewform?fbclid=IwY2xjawHML55leHRuA2FlbQIxMAABHXPF-olfMMRzVZIIV9O5spWVZPsPkNxhHeDRtFkOQ9lXyYDY9XZpdi-Tlg_aem_XwJz4NS5Ju1XYrl-nbbv_w

პროექტი ხორციელდება YPE • Youth for Peace and Equality-ის მხარდაჭერით და ორგანიზებულია ჩვენ მიერ ❤

🎉 გელოდებით!
შენი ხმა და შენი ზინი მნიშვნელოვანია! 💪

🔥 Georgian people have stood up against violence! 🇬🇪 🇪🇺 🔥 The people have stood up against "Russian Dream!" 🔥 The people...
29/11/2024

🔥 Georgian people have stood up against violence! 🇬🇪 🇪🇺
🔥 The people have stood up against "Russian Dream!"
🔥 The people are the government now!
🔥 The "Chorus" is with the Georgian people!
🔥 The Georgian people are the "Chorus"!

🔥 ქართველი ხალხი წინ აღუდგა ძალადობას! 🇬🇪 🇪🇺
🔥 ხალხი ,,რუსული ოცნების" წინააღმდეგ გამოვიდა!
🔥 ახლა ხალხია მთავრობა!
🔥 "ქორო" ქართველ ხალხთან ერთადაა!
🔥 ქართველი ხალხი არის "ქორო!"

Scroll down for English 👇👉 მშვიდობიანი აქცია ძალადობრივად დაარბია პოლიციამ❗ აქციაზე მყოფი ადამიანები ითხოვენ სამართლიანო...
19/11/2024

Scroll down for English 👇
👉 მშვიდობიანი აქცია ძალადობრივად დაარბია პოლიციამ❗ აქციაზე მყოფი ადამიანები ითხოვენ სამართლიანობის აღდგენას და მოპარული არჩევნების შედეგების გაუქმებას❗ გვსურს კვლავ გავუსვათ ხაზი აქციის მშვიდობიან ხასიათს და პრორუსული მთავრობის მარიონეტი პოლიციის ძალადობრივ ქმედებებს❗ არასამთავრობო ორგანიზაცია "ქორო" რუსული კანონის გამოჩენასთან ერთად უწყვეტ რეჟიმში აპროტესტებს მთავრობის მანკიერ ქმედებებს❗ ჩვენ ვაპროტესტებთ ქუჩაში, თეატრში, სოციალურ ქსელებში, ყველა ფიზიკურ და ვირტუალურ სივრცეში❗ ვგმობთ უკანონო ხელისუფლების ქმედებებს: არჩევნების მითვისებას და ძალადობას❗ ჩვენ, ქორო❗ ჩვენ დამოუკიდებელი ხელოვანები❗ ჩვენ, ქართული თეატრის ახალი თაობა: რეჟისორები, მსახიობები, თეატრის მხატვრები და სხვა მრავალი პროფესიის წარმომადგენლები, ვუცხადებთ "არას" რუსულ მთავრობას, რომელიც ვერასდროს მოიშორებს დიდ, შავ ლაქას❗

👉 A peaceful protest was violently dispersed by the police ❗ The people participating in the protest are demanding the restoration of justice and the annulment of the results of the rigged elections❗ We would like to once again emphasize the peaceful nature of the protest and denounce the violent actions of the police, who are puppets of the pro-Russian government! The non-governmental organization "Chorus" has been continuously protesting the government's flawed actions since the introduction of the Russian-style law❗ We protest in the streets, in theaters, on social media, and in every physical and virtual space❗ We condemn the actions of the illegitimate government: the theft of elections and the use of violence❗

👉 We are Chorus! We are independent artists! We are the new generation of Georgian theater: directors, actors, set designers, and representatives of many other professions. We declare a firm "no" to the Russian government, which will forever bear a great, dark stain❗

🙌11, 12, 13 ოქტომბერს ჩატარდა ფორუმ თეატრის ვორქშოფი: თეატრი მოქმედებაში!✌️ეს იყო ძალიან სახალისო, თამაშით სავსე ვორქშოფ...
04/11/2024

🙌11, 12, 13 ოქტომბერს ჩატარდა ფორუმ თეატრის ვორქშოფი: თეატრი მოქმედებაში!
✌️ეს იყო ძალიან სახალისო, თამაშით სავსე ვორქშოფი, სადაც მონაწილეებმა შეისწავლეს ფორუმ თეატრის მეთოდოლოგია, 🎊 დასკვნით ღონისძიებაზე კი წარმოადგინეს მინი სპექტაკლი #საქანელა და გამოსცადეს ამ თეატრალური პრაქტიკის სოციალური პოტენციალი და მნიშვნელობა.
👌პროექტში მონაწილეობდა ოცამდე ადამიანი, ხოლო სპექტაკლს დაესწრო ასამდე მაყურებელი, რომელთაც ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს, როგორც ,,სპექტ-აქტორებმა”.
🫶პროექტი განხორციელდა European Alternatives-თან თანამშრონლობით, მასპინძლობდა Movement Theatre / მოძრაობის თეატრი 🤝

-————————————————————————

🙌 On October 11,12, 13, we held the forum theatre workshop - ,,Theatre in Action!”

✌️ It was an exciting, playful workshop where participants learned the forum theatre methodology. 🎊 During the final event, they presented a mini-performance, , and experienced firsthand the social impact and significance of this theatrical practice.

👌 The project involved around twenty participants, and the play drew an audience of about one hundred, who joined as “spect-actors,” actively engaging with the performance.

🫶 Thanks co-organizer and author of Idea European Alternatives and host Movement Theatre. 🤝

🙌ბოლო დღეებში თეატრი მოქმედებაშია! ორგანიზაცია European Alternatives:-სა და  ჩვენ მიერ ორგანიზებულ ფორუმ თეატრის ვორქშოფ...
12/10/2024

🙌ბოლო დღეებში თეატრი მოქმედებაშია! ორგანიზაცია European Alternatives:-სა და ჩვენ მიერ ორგანიზებულ ფორუმ თეატრის ვორქშოფს Movement Theatre / მოძრაობის თეატრი-მა უმასპინძლა.

🌸ვორქშოპის მონაწილეები ამზადებენ ფორუმ თეატრის ღონისძიებას, რომელიც გაიმართება ხვალ, საღამოს 20:00 საათზე მოძრაობის თეატრში.

✌️შემოგვიერთდით სათამაშო მოედანზე და დაეხმარეთ ბავშვებს გადაწყვიტონ, ვის შეუძლია საქანელაზე ასვლა!

🙌გელით ყველა დაინტერესებულ პირს! შევხვდებით მალე!

In the last few days, the Theather IN ACTION! forum theatre workshop, organised by European Alternatives and Chorus, took place at Movement Theather in Tbilisi. The participants of the workshop are preparing a forum theatre event, which will take place on Sunday evening at 20:00 in the Movement Therater. Join us at the playground and help the children decide who can get on the swing! All interested people are welcome!

See you soon!

დასწრება თავისუფალია!❤️

24/09/2024

📣გვინდა სიხარულით გაცნობოთ ჩვენი და European Alternatives-ის ორგანიზატორობით შექმნილი პროექტი, რომელსაც Movement Theatre / მოძრაობის თეატრი უმასპინძლებს!

👉 11, 12, 13 ოქტომბერს!
🎭ფორუმ თეატრის ვორქშოფი: თეატრი მოქმედებაში
🏵️მსახიობები თამაშობენ, მოქმედებენ, მაგრამ რა შეგვიძლია ვთქვათ დანარჩენებზე? არის თუ მოქმედება სცენაზე ჩაკეტილი, და თუ კი, შეგვიძლია თუ არა მისი გათავისუფლება ჩვენი რეალობის გარდასაქმნელად? რას ნიშნავს, ზოგადად, მოქმედება?
🙌შემოგვიერთდით სახალისო, თამაშით სავსე ვორქშოფზე, შეისწავლეთ ფორუმ თეატრის მეთოდოლოგია, დასკვნით ღონისძიებაზე კი გამოსცადეთ ამ თეატრალური პრაქტიკის სოციალური პოტენციალი და მნიშვნელობა.
👉პროექტში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს 17-დან 120 წლამდე!
👉თუ გაინტერესებთ თეატრი და აქტივიზმი, ხართ დამწყები ან პროფესიონალი მსახიობი, თეატრალური მიმართულების სტუდენტი ან ამ თემებით დაინტერესებული მოქალაქე, ეს ვორქშოფი თქვენთვისაა! 🎭13 ოქტომბერს გაიმართება ვორქშოფის შედეგების ღია ჩვენება, სადაც დასწრება შეუძლია ყველას; დამსწრეთაგან ნებისმიერს კი შეუძლია ღონისძიებაში მონაწილეობა, როგორც ,,სპექტ-აქტორს".
🫱ვორქშოფში მონაწილეობა არის უფასო, მაგრამ მონაწილეობისთვის აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია!
🙏ადგილების რაოდენობა შეზღუდულია, ამიტომ იჩქარეთ!
სარეგისტრაციო ფორმა: https://docs.google.com/forms/d/1xZxsaOIgghIZfKKDwGlcIJbuapVkXHEHA4_9vNLf860/edit

Send a message to learn more

ქორო ახალგაზრდა ხელოვანების ხმაა! ქორო თეატრალური სფეროს ახალგაზრდა წარმომადგენლების აზრს ამ პლატფორმიდანაც დააფიქსირებს...
17/04/2024

ქორო ახალგაზრდა ხელოვანების ხმაა!

ქორო თეატრალური სფეროს ახალგაზრდა წარმომადგენლების აზრს ამ პლატფორმიდანაც დააფიქსირებს:

არა რუსულ კანონს!
არა რუსულ პროპაგანდას!
ჩვენ ვერ მოგვატყუებთ! (თქვენი რუსული კანონიც წაკითხული გვაქვს!)

ჩვენს პოზიციას ყოველთვის მკაფიოდ დავაფიქსირებთ ნებისმიერი საშუალებით: სცენიდან, პირადი პოსტებით, ბლოგებით, აქციებზე და ყველგან გეტყვით რომ -არა რუსეთს!

Address

Tbilisi

Telephone

+995599750368

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ქორო/Chorus posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Establishment

Send a message to ქორო/Chorus:

Share