Tbilisi - Unesco City of Media Arts

Tbilisi - Unesco City of Media Arts Tbilisi UNESCO City of Media Arts brings together artists working in the media art industry and cross-sectoral fields.

The main goal of Tbilisi as a UNESCO City of Media Arts is to mobilize public and private sector resources for strengthening the media art platform, diversity of cultural expression, accessibility, and inclusiveness among creative industries. The City’s vision is to improve its cultural vibrancy through a holistic development approach.

03/04/2024
"თბილისი - იუნესკოს მედია ხელოვნების ქალაქის" პროგრამის ფარგლებში,  ცხადდება კონკურსი მედია ხელოვნების პროექტების განსახ...
28/02/2024

"თბილისი - იუნესკოს მედია ხელოვნების ქალაქის" პროგრამის ფარგლებში, ცხადდება კონკურსი მედია ხელოვნების პროექტების განსახორციელებლად.

კონკურსის მიზანია მედია ხელოვნების განვითარება, მედია ხელოვნებასთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან დაკავშირებული ინოვაციური, საგანმანათლებლო პროექტების ხელშეწყობა.

კონკურსში შემოტანილი პროექტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

◽️ ხელმისაწვდომობა: პროექტი ხელს უნდა უწყობდეს კულტურის ხელმისაწვდომობას და აუდიტორიის ჩართულობას.

◽️ ინკლუზიურობა: პროექტი ან პროექტის ფარგლებში შექმნილი ნამუშევარი უნდა იყოს ინკლუზიური, ხელმისაწვდომი და ადაპტირებული საზოგადოების ყველა წევრზე. პროექტი ხელს უნდა უწყობდეს კულტურაში სოციალური ინკლუზიის გაძლიერებას, კერძოდ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და უმცირესობების ჩართულობას და კულტურათაშორისი დიალოგს.

◽️ მდგრადობა: პროექტს უნდა ჰქონდეს მოკლე, შუალედურ და გრძელვადიან შედეგებზე გათვლილი სტრატეგიული განვითარების გეგმა.

◽️ გარემოსდაცვა: ეკოლოგიურად სუფთა პრაქტიკის შექმნა, ადაპტირება და გავრცელება.

◽️ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება: პროექტის აქტივობების საშაულებით, კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების, ინკლუზიურობისა და გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლება.

◽️ ციფრული ტრანსფორმაცია: პროექტის განხორციელების სხვადასხვა ეტაპზე დაეხმარონ შემოქმედებით სექტორებს განახორციელონ ან დააჩქარონ ციფრული ტრანსფორმაცია (მენეჯმენტი, კომუნიკაცია, მეთოდოლოგია)

◽️ საერთაშორისო განზომილება: პროექტს ჰქონდეს პოტენციალი და დააკმაყოფილოს ყველა სტანდარტი, რაც შესაძლებელს გახდის ევროპის კულტურულ და შემოქმედებით პროცესებში (ფესტივალები, ბიენალე, გამოფენები, ა.შ.) მონაწილეობას.

კონკურსის ფარგლებში მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იურიდიულ პირს ან საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ მეწარმე ფიზიკურ პირს (ინდივიდუალური და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირს).

საკონკურსო განაცხადები მიიღება 2024 წლის 28 თებერვლიდან - 18 მარტის ჩათვლით.

➡️ პროექტის სარეგისტრაციო ბმული https://letters.ms.gov.ge/home

▫️იუნესკოს შემოქმედებითი ქალაქი ვიბორგი (დანია) აცხადებს სარეზიდენციო პროგრამას მედია ხელოვანებისთვის. რეზიდენციის მასპი...
19/12/2023

▫️
იუნესკოს შემოქმედებითი ქალაქი ვიბორგი (დანია) აცხადებს სარეზიდენციო პროგრამას მედია ხელოვანებისთვის.

რეზიდენციის მასპინძელი ორგანიზაციები არიან: PLASTIC Collective და Animation Workshop - VIA University College (TAW)

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 5 იანვარი.

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს ⬇️

https://unesco.viborg.dk/media/mduhlsuz/viborgunesco_artres_opencall_20231212.pdf

“UNLOVE” დავით ხორბალაძის “UN-” ტრილოგიის მეორე სპექტაკლია.ტრილოგია კრიზისის ირგვლივ ტრიალებს და ამჯერად, იკვლევს სიყვა...
28/11/2023


“UNLOVE” დავით ხორბალაძის “UN-” ტრილოგიის მეორე სპექტაკლია.
ტრილოგია კრიზისის ირგვლივ ტრიალებს და ამჯერად, იკვლევს სიყვარულს, მისი არარსებობისა და არსებობის უკიდურეს ზღვარზე.

პროექტის ფინანსური მხარდამჭერები არიან შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო და თბილისი - იუნესკოს მედია ხელოვნების ქალაქი.

ღია სივრცე/Open Space

13/10/2023

▫️
კამპანია ბავშვებსა და მოზარდებში შემოქმედებითი პროცესების სტუმულირებით,
გარემოს დაცვის, ეკომეგობრული პრაქტიკებისა და ტექნოლოგიური გარდასახვის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას ემსახურება.

გიზიარებთ ანიმაციას, რომელიც კამპანიაში ჩართული მოზარდების ნამუშევრებით შეიქმნა.

Draw With Denmark - Green Together 2023
Animation made by NN based on drawings by students as part of the – Green Together 2023 CAMPAIGN

Viborg - UNESCO Creative City Media Arts
Embassy of Denmark in Georgia
თბილისის მერია / Tbilisi City Hall

14/07/2023

▫️15 ივლისიდან TKESHI ფესტივალის პროგრამა ათობით ადგილობრივ და საერთაშორისო არტისტს უმასპინძლებს. ფესტივალის მთავარი იდეა მიზნად ისახავს ბუნებასთან კავშირში, ღია ცის ქვეშ, მდიდარი და მრავალფეროვანი აუდიოვიზუალური გამოცდილება გაუზიაროს ფართო აუდიტორიას. აუდიო-ვიზუალური პერფორმანსები, ახალი მედია ხელოვნების
ინსტალაციები და მრავალფეროვანი საგანამანათლებლო პროგრამა ახალი ენერგიებითა და ჯადოსნური შთაბეჭდილებებით შეავსებს ტყის სივრცეს.

15, 22, და 28 ივლისი ფესტივალის პროგრამის განსაკუთრებული დღეებია, სადაც დღის
15:00 საათიდან მნახველებს შესაძლებლობა ექნებათ დაესწრონ ისეთი საერთაშორისო არტისტების აუდიო-ვიდეო ინსტალაციებს და პერფორმანსებს, როგორებიც არიან
ბერლინში მოღვაწე იაპონელი არტისტი Ryoichi Kurokawa, ელექტრონული მუსიკის გერმანელი არტისტი Amelie Duchow, ასევე საერთაშორისო არტისტების კოლაბორაციული
პროექტი WHITE BALANCE და სხვები

TKESHI

▫️„თბილისი - იუნესკოს მედია ხელოვნებისქალაქის“  პროექტის ფარგლებში, 15-დან 29 ივლისის ჩათვლით, კოჯრის ტყეში ახალი მედია ...
14/07/2023

▫️„თბილისი - იუნესკოს მედია ხელოვნების
ქალაქის“ პროექტის ფარგლებში, 15-დან 29 ივლისის ჩათვლით, კოჯრის ტყეში ახალი მედია ხელოვნებისა და მრავალმხრივი მუსიკის ფესტივალი TKESHI ჩატარდება.

15 ივლისიდან ფესტივალის პროგრამა ათობით ადგილობრივ და საერთაშორისო არტისტს უმასპინძლებს.

TKESHI

▫️"დახატე დანიასთან ერთად - ერთად გამწვანებისკენ" კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი ხატვის ვორქშოპების სერია  დანიის ელჩმა ა...
03/07/2023

▫️"დახატე დანიასთან ერთად - ერთად გამწვანებისკენ" კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი ხატვის ვორქშოპების სერია დანიის ელჩმა ანნე ტოფტ სორენსენმა გახსნა.

▫️70 - მდე ბავშვის მიერ შექმნილი ნამუშევრებით, ვიბორგის ანიმაციის ფესტივალისთვის, ანიმაციური ფილმი შეიქმნება.


Viborg - UNESCO Creative City Media Arts
Embassy of Denmark in Georgia
თბილისის მერია / Tbilisi City Hall

Address

7 Shartava Street Tbilisi
Tbilisi

Telephone

+995555503504

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Tbilisi - Unesco City of Media Arts posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Establishment

Send a message to Tbilisi - Unesco City of Media Arts:

Share