NANU ART/nana kavtaradze

NANU ART/nana kavtaradze "When an artist falls in love with you, you never die.." ❤️

01/08/2026

💛...🖌

არის ყვავილები, რომლებიც არასოდეს კარგავენ სითბოს. სწორედ ასეთია მზესუმზირა — სინათლის, იმედისა და სიცოცხლის სიმბოლო.

🎨 ორიგინალი ნამუშევარი — ზეთი ტილოზე 60/50
🖼️ ჩარჩოთი
📩 თუ გსურთ, რომ ეს მზესუმზირები თქვენს ინტერიერს ამშვენებდეს, მომწერეთ პირად შეტყობინებაში.
#მზესუმზირა
#ფერწერა

29/07/2026

სულის სარკე...

ადამიანები სწორედ იმდენ ადამიანობას გჩუქნიან, რამდენსაც მათი სული იტევს...
როგორც სარკე ვერ ასახავს იმას,
რაც მის წინ არ დგას,
ასეა გულიც - მხოლოდ იმას გასცემს,
რაც მის სიღრმეშია.

ნუ გეწყინება,
თუ ვიღაცამ სიყვარული
ნახევარი ხელით მოგაწოდა...
შეუძლებელია
სავსე მდინარე გადმოიღვროს
გამშრალი კალაპოტიდან.

ყველაფერს თავისი უხილავი ენა აქვს - ბუნებასაც და ადამიანსაც...
ღრუბელი მხოლოდ იმდენ წვიმას ღვრის, რამდენიც ცას დაუგროვდა.
ქარსაც, მხოლოდ ის სურნელი მოაქვს,
რასაც ყვავილები ანდობენ.

ადამიანიც ასეა - მის სიტყვებში ყოველთვის მისი შინაგანი ამინდია:
ვინც მზეს ატარებს, თბილად შეგეხება,
ვინც ქარიშხალს მალავს,
უნებურად ეკლებს დაგიტოვებს გულში.

ნუ მოსთხოვ ვარდს
ფიჭვის სურნელს,
ნურც კლდეს - წყაროს სიმღერას.
ყველა თავის ბუნებას ემორჩილება:
როგორც ზღვა - მოქცევას,
როგორც მდინარე - თავის კალაპოტს,
როგორც მთვარე - ღამის გზას.

არ უწყინო მათ, ვისაც ჩახუტება არ შეუძლიათ.
იქნებ მთელი სიცოცხლე
საკუთარ სიცივეს ებრძოდნენ...
არ განსაჯო ისინი, ვისაც სიტყვები ეკლებად ექცათ - შეიძლება, ერთ დროს სწორედ სიტყვებით აქვთ,
მათაც ნატკენი გული.

შეუძლებელია გასცე ის,
რაც შენში არასოდეს ყოფილა.
ვერ აჩუქებ სხვას სითბოს, თუ თავად
არ გინახავს მისი ძალა,
ვერ გაუნაწილებ სიყვარულს,თუ ის
შენს გულს არასოდეს შეხებია.

ამიტომ, თუ გინდა, რომ შენს გზაზე
მეტი სინათლე დარჩეს,
ჯერ საკუთარ სულში აანთე ცისკარი.
რადგან, როგორც მზე, არ ანათებს ნასესხები შუქით, ისე ადამიანი ვერ გასცემს იმას, რაც თავად არ აქვს გულში -
სინათლე ყოველთვის შიგნიდან იწყება.

საბოლოოდ,
ადამიანის ნამდვილ ისტორიას
არც სიტყვები ჰყვებიან და არც მიღწევები...
მას ის სითბო ინახავს, რომელიც
სხვების გულებში დატოვა.

რადგან სიკეთეს
ყველაზე გრძელი სიცოცხლე აქვს.

/ ი. ჭიკაძე. /💛

👩‍🎨ზღვამ ნოსტალგია დამიტოვა🥹
ნანა ქავთარაძის ფერწერა
#ჩაქვი
#დრიმსაიდი
#დაისი

❤️🥀ამ სილამაზემ კი ერთი არაჩვეულებრივი გოგოს გული მოიგო;მადლობა და მშვიდობაში ანა🥰😇👩‍🎨სიყვარულით-ნანუ💛🥀
29/07/2026

❤️🥀ამ სილამაზემ კი ერთი არაჩვეულებრივი გოგოს გული მოიგო;
მადლობა და მშვიდობაში ანა🥰😇
👩‍🎨სიყვარულით-ნანუ💛🥀

28/07/2026

,, შენ მისმენ , გესმის და გრძნობ ეს კი გადაარჩენაა ჩემთვის … “

✍️ალონი🩵

👩‍🎨მე და ზღვა😇☀️🏝
🖌30/24ტ/ზ
💰100 ლარი

10/07/2026

💎ტილოზე აღბეჭდილი უკვდავი ყვავილობა💐

🖌50/40ტ/ზ

💰150ლარი

🖌შექმნილია რელიეფური ტექსტურით,რაც ცოცხალი ყვავილების შეგრძნებას იწვევს;

👩‍🎨შესაძენად მომწერეთ პირად შეტყობინებაში📩

Address

საბურთალოს რ-ნი ვ. დოლიძის ქუჩა
Tbilisi

Telephone

+995599426027

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when NANU ART/nana kavtaradze posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share