13/01/2026
11 წლის წინ, 11 იანვარს, სულ რაღაც 10 წლისამ, ჩემი დიდი სურვილით შევქმენი ეს გვერდი. მაშინ ალბათ ბოლომდე არც მესმოდა, რატომ ვაკეთებდი ამას ან რატომ იყო ჩემთვის ასეთი მნიშვნელოვანი ჩემი კუთხე. ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რა მიზანს ემსახურებოდა ამ გვერდის არსებობა, თუმცა ვგრძნობდი, რომ სათქმელი ბევრი მქონდა და მეც ვცადე, ჩემი სიტყვა მეთქვა.
ხოდა, ახლა, მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, გადავწყვიტე სიცოცხლე დავუბრუნო ამ გვერდს და ვწერო იმაზე, რაც მართლაც ძალიან მიყვარს.