04/08/2016
"Open Dance Floor 2016" დასრულდა!
პროგრამა "Open Dance Floor" Street Styles მასტერკლასით დასრულდა. ცეკვის ვირქშოპი ტრადიციულად „ქუთაისის ცენტრალურ საცურაო აუზზე“ გაიმართა. მასტერკლასი სპეციალურად მოწვეულმა ქორეოგრაფიულმა ჯგუფმა GRACE LAND-მა ჩაატარა. ცეკვის ვორქშოპის პარალელურად იყო გასართობი თამაშები.
ხოლო პროგრამა, ბოლოს მონაწილეებმა პოპ მუსიკის ფონზე ცეკვით დაასრულა.
ასევე, ტრადიციულად დღის ბოლოს გამოვლინდა ყველაზე აქტიური 4 ადამიანი, რომლებსაც საჩუქრად აუზის ბილეთები გადაეცათ ეს იყო მეოთხე ვორქშოპი პროგრამის ფარგლებში და ამით დასრულდა "Open Dance Floor 2016". პროგრამა ორგანიზაციის ტრადიცულ ღონისძიებათა სიაშია და მომდევნო წელს იმავე თვესა და რიცხვებში კვლავ ჩატარდება. ორგანიზაცია მადლობას უხდის ანა ფხალაძეს იმ ფოტოებისთვის, რომელსაც ბოლო 2 ღონისძიების ფარგელებში გვაწოდებდა.
აქვე აღვნიშნავ, რომ პროგრამას "Open Dance Floor 2016" სამეცნიერო–ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“ (RICDOG) შპს „ლევანტოს“ ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებდა,რისთვისაც მადლობას უხდის მას ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის. RICDOG ასევე, მადლობა უხდის ქუთაისის ცენტრალური საცურაო აუზის ადმინისტრაციას თანამშრომლობისთვის. შეგახსენებთ, პროგრამის “Open Dance Floor 2016” მიზანი იყო განტვირთვა, გართობა და დასვენება.