ანსამბლი ,,არგინეთი”

ანსამბლი ,,არგინეთი” ხულოს ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,არგინეთი”

🇬🇪🇵🇱 ხულოს კულტურის ცენტრთან არსებულმა ბავშვთა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „არგინეთმა“ პოლონეთში მიმდინარე „ბავშვთა მთების ...
24/07/2026

🇬🇪🇵🇱 ხულოს კულტურის ცენტრთან არსებულმა ბავშვთა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „არგინეთმა“ პოლონეთში მიმდინარე „ბავშვთა მთების საერთაშორისო ფესტივალის“ ფარგლებში ქალაქ ლიმანოვაში კონცერტი გამართა.

ღონისძიებას ლიმანოვას მერი ესწრებოდა, რომელმაც ანსამბლ „არგინეთის“ წევრებსა და ხელმძღვანელებს ქალაქის სახელით სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. კონცერტზე ქართველმა მოცეკვავეებმა მაყურებლის წინაშე ქართული ტრადიციული ქორეოგრაფია წარმოადგინეს, ხოლო ფესტივალის მონაწილე სხვა ქვეყნების ანსამბლებმა ეროვნული ფოლკლორული ტრადიციები სიმღერით, მუსიკითა და ცეკვით წარმოაჩინეს.

„ბავშვთა მთების საერთაშორისო ფესტივალი“ პოლონეთში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფოლკლორული ღონისძიებაა, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის ბავშვთა და ახალგაზრდულ ანსამბლებს აერთიანებს. ფესტივალი მიზნად ისახავს ხალხური კულტურის პოპულარიზაციას, სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდებს შორის მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებასა და კულტურული მრავალფეროვნების წარმოჩენას. ღონისძიებების ფარგლებში მონაწილეები კონცერტებს პოლონეთის სხვადასხვა ქალაქში მართავენ.

🇬🇪🇵🇱 ხულოს კულტურის ცენტრთან არსებული ბავშვთა ქორეოგრაფიულ ანსამბლ „არგინეთის“ წევრები საერთაშორისო ფესტივალ „მთის ბავშვ...
23/07/2026

🇬🇪🇵🇱 ხულოს კულტურის ცენტრთან არსებული ბავშვთა ქორეოგრაფიულ ანსამბლ „არგინეთის“ წევრები საერთაშორისო ფესტივალ „მთის ბავშვების დღესასწაულის“ ფარგლებში ქალაქ კრაკოვს ესტუმრნენ და ისტორიული ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს.

ბავშვები გაეცნენ კრაკოვის კულტურულ მემკვიდრეობას, მოინახულეს ისტორიული ცენტრი, ცნობილი მოედნები და არქიტექტურული ძეგლები.

ექსკურსიაში ჩართული იყვნენ ფესტივალში მონაწილე პოლონური ანსამბლების წევრები, რაც მონაწილეებს შორის დაახლოებას, ახალი მეგობრობის ჩამოყალიბებასა და კულტურული გამოცდილების გაზიარებას უწყობს ხელს.

🇬🇪🇵🇱 ხულოს კულტურის ცენტრთან არსებული ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი „არგინეთი“ პოლონეთში, ნოვი სონჩში მიმდინარე ბავშვთა...
22/07/2026

🇬🇪🇵🇱 ხულოს კულტურის ცენტრთან არსებული ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი „არგინეთი“ პოლონეთში, ნოვი სონჩში მიმდინარე ბავშვთა რეგიონული ანსამბლების 33-ე საერთაშორისო ფესტივალის „მთის ბავშვთა დღესასწაული“ (Święto Dzieci Gór) ფარგლებში, მეორე საკონცერტო პროგრამაში მონაწილეობდა. კონცერტი სლოვაკეთის ეროვნულ დღესასწაულს მიეძღვნა.

ანსამბლმა „არგინეთმა“ მაყურებლის წინაშე ქართული ტრადიციული ფოლკლორი წარადგინა და ფესტივალის სტუმრებს საქართველოს უნიკალური კულტურული მემკვიდრეობა გააცნო.

კონცერტში მონაწილეობდნენ სლოვაკური ანსამბლები „MALI MAGURZANIE“ და „KOPANIČIARIK“, რომლებმაც ტრადიციული მუსიკითა და ენერგიული ცეკვებით მაყურებლის წინაშე მრავალფეროვანი ფოლკლორული პროგრამა წარმოადგინეს.

ბავშვთა რეგიონული ანსამბლების 33-ე საერთაშორისო ფესტივალი „მთის ბავშვთა დღესასწაული“ ნოვი სონჩში 2026 წლის 19-25 ივლისს იმართება. წლევანდელ ფესტივალში მსოფლიოს 6 ქვეყნიდან 10 ფოლკლორული ანსამბლი და 400-მდე ბავშვი და ახალგაზრდა მონაწილეობს.

ხულოს ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლის „არგინეთის“ მონაწილეობა ფესტივალში ხორციელდება აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, კრაკოვში საქართველოს გენერალური საკონსულოს ინიციატივით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და აჭარის კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით.

ფესტივალის მიზანია მსოფლიოს მთიანი რეგიონების ავთენტური კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩენა და ბავშვებისა და ახალგაზრდების შემოქმედებითი შესაძლებლობების საშუალებით ინტერკულტურული დიალოგის ხელშეწყობა.

22/07/2026
22/07/2026
21/07/2026

🇬🇪🇵🇱

აჭარის კულტურის სამინისტრო / The Ministry of Culture of Ajara

Święto Dzieci Gór / Festival of the Children of Mountains

19/07/2026

🇬🇪🇵🇱

აჭარის კულტურის სამინისტრო / The Ministry of Culture of Ajara

Święto Dzieci Gór / Festival of the Children of Mountains

ანსამბლი ,,არგინეთი”

17/07/2026

🇬🇪 ⛰️

Address

Ajara
Khulo

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ანსამბლი ,,არგინეთი” posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share